მარტივი ინგრედიენტები და სულ, რაღაც 30 წუთი – საოცარი კერძის შესაქმნელად საკმარისი იქნება!

292

ფენოვანი ცომი – უნივერსალური ინგრედიენტია. უამრავი კერძის მომზადება შეიძლება ცომისგან. მე მაცივარში ყოველთვის ვინახავ ცომს, რათა სწრაფად მოვამზადო კერძები.

ტარტალეტკები ფენოვანი ცომისგან – ძალიან კარგი იდეაა საუზმისთვის. შიგთავსი შეგიძლიათ თქვენივე გემოვნებით შეცვალოთ და გააუმჯობესოთ.

დღეს ჩვენ ნამდვილად გამოსადგ რეცეპტს გაგიზიარებთ!

ინგრედიენტები

  • 200გ საშუალო ცხიმიანობის ხაჭო
  • 1 შეკვრა (500გ) ფენოვანი ცომი
  • 4 სუფრის კოვზი შაქარი
  • ვანილი
  • 1 კვერცხი
  • კენკრა

მომზადება

1.ღუმელი გაახურეთ 200 გრადუსზე. გაალღვეთ ცომი.

2.სამუშაო მაგიდა დაამუშავეთ ფქვილით, გააბრტყელეთ ცომი. ამოჭერით ტარტალეტკები.

3.ათქვიფეთ ხაჭო, 3 სუფრის კოვზი შაქარი და ვანილი.

4.მოათავსეთ ხაჭოს მასა და კენკრა.

5.ჯამში ათქვიფეთ კვერცხი 1 ჭიქა წყალთან ერთად. დესერტის კუთხეები დაამუშავეთ მიღებული მასით და მოაყარეთ დარჩენილი შაქარი. გამოაცხვეთ 15-20 წუთი.

გემრიელად მიირთვით!