მარტივი და ძალიან გემრიელი შინაურული ტორტი თაფლით

482

Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ შინაურული, თაფლიანი ტორტის თითქმის კლასიკურ რეცეპტს, რომელიც სწრაფად მზადდება და ძალიან გემრიელია.

ბისკვიტის ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა თაფლი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 5 კვერცხი
  • 1 ს/კ სოდა
  • 4 ს/კ ძმარი

კრემის ინგრედიენტები:

  • 1 ლ არაჟანი
  • 100 გრ შაქარი
  • ცოტა ლიმონმჟავა

მომზადების წესი:

  1. თაფლი და შაქარი აურიეთ. ადუღებამდე მიიყვანეთ და გაცრილი ფქვილი ორ ეტაპად დაუმატეთ, კარგად აურიეთ.
  2. ცეცხლიდან გადმოდგით და მიქსერით ათქვიფეთ. თითო–თითო კვერცხი დაუმატეთ და ათქვიფეთ. თხელი ცომი უნდა მიიღოთ.
  3. სოდა ძმარში ჩააქრეთ და ცომს დაუმატეთ, სწრაფად აურიეთ.
  4. ცომი 4-6-8 ნაწილად გაყავით.
  5. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და ცომი ჩაასხით.
  6. 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში თითოეული ბისკვიტის ფენა 7-10 წუთით აცხვეთ, რაც ბისკვიტის ფენის სისქეზეა დამოკიდებული.
  7. ბისკვიტის ფენები გააგრილეთ.
  8. არაჟანი შაქართან და ლიმონმჟავასთან ერთად ათქვიფეთ.
  9. ტორტი ააწყვეთ: ბისკვიტის ფენებს კრემი წაუსვით, აწყობილი ტორტის გვერდებსაც კრემი წაუსვით და ნაფხვენი მოაყარეთ.
  10. მთელი ღამით მაცივარში გააჩერეთ.
  11. გემრიელად მიირთვით!