მარტივი და ლამაზი შოკოლადის ფუნთუშები ჩაიზე მისაყოლებლად

311

Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ შოკოლადის ფუნთუშებს ჩაიზე მისაყოლებლად. გემრიელი და ლამაზი დესერტი ოჯახური შეკრებისთვის იდეალურია.

ინგრედიენტები:

  • 500 გრ ფქვილი
  • 150 გრ შაქარი
  • 8 გრ ვანილის შაქარი
  • ½ ჩ/კ მარილი
  • 7 გრ მშრალი სწრაფად მოქმედი საფუარი
  • 250 მლ თბილი რძე
  • 1 კვერცხი
  • 50 გრ კარაქი
  • 2 ს/კ კაკაოს ფხვნილი

მომზადების წესი:

1. ფქვილი, შაქარი, ვანილი და საფუარი აურიეთ.

2. მშრალ ინგრედიენტებს თბილი რძე, 1 კვერცხი და გამდნარი კარაქი დაუმატეთ.

3. ცომი ხელით ან მიქსერით (კავიანი საცმი გამოიყენეთ) მოზილეთ.

4. ცომი შუაზე გაყავით. ერთ ნაწილს კაკაოს ფხვნილი და 1–2 ს/კ რძე დაუმატეთ, რომ ცომის მასა გაათანაბროთ. შედეგად, ორი სახის ცომს მიიღებთ: ჩვეულებრივს და შოკოლადის.

5. ჩვეულებრივი ცომი კარაქ წასმულ თასში ჩადეთ, პარკი დააფარეთ და ამოსასვლელად გააჩერეთ.

6. შოკოლადის ცომს მეოთხედი ნაწილი მოაშორეთ, დარჩენილი ცომი თასში ჩადეთ, პარკი დააფარეთ, რომ ამოვიდეს.

7. გამოყოფილ ცომს კიდევ 2 ს/კ კაკაოს ფხვნილი და 2 ს/კ რძე დაუმატეთ. აურიეთ, პარკი დააფარეთ და სითბოში გააჩერეთ.

8. სამივე ცომის სახეობა მოცულობაში 1,5-2-ჯერ უნდა გაიზარდოს. ამოსული ცომები კარგად ჩაზილეთ.

9. ორივე შოკოლადის ცომი ოთხ ნაწილად გაყავით. ჩვეულებრივი ცომი 5 ნაწილად გაყავით.

10. ცომის ნაწილები ბურთებად დაამრგვალეთ და 5-10 წუთით გააჩერეთ. ასე გაბრტყელება გაგიადვილდებათ.

11. ცომის ყველა ნაწილი ზუსტად 20 სმ დიამეტრის ბლინებად გააბრტყელეთ.

12. გაბრტყელებულ ცომს ცოტა წყალი წაუსვით.

13. ბლინების დასტა ააწყვეთ. მორიგეობით ჩვეულებრივი, ღია შოკოლადის და მუქი შოკოლადის ცომი გამოიყენეთ.

14. ცომის დასტას ცოტა ჩააწექით, საგორავით გააბრტყელეთ, რომ თანაბარი ფირფიტა მიიღოთ.

15. 8 ზოლად დაჭერით.

16. თითოეული ზოლი ჯერ ხელით, შემდეგ საგორავით მსუბუქად გააბრტყელეთ, რომ ფენები გამოჩნდეს. დაახვიეთ, დაგრიხეთ და კუდები ისე შეკარით, რომ რგოლები მიიღოთ.

17. მზა ფუნთუშები პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე ერთმანეთისგან დაშორებით დააწყვეთ, პარკი დააფარეთ და თბილ ადგილას 30 წუთით გააჩერეთ. ამ დროში ფუნთუშები ზომაში 1,5-2-ჯერ გაიზრდება.

18. ცხობის წინ წყალი წაუსვით.

19. ღუმელში 180 გრადუსზე 20-25 წუთით აცხვეთ. ქვედა თაროზე ცხელი წყლით სავსე ფორმა მოათავსეთ. ორთქლით ფუნთუშები მოცულობაში გაიზრდება.

20. მზა ფუნთუშებს ცოტა კარაქი წაუსვით.

21. ფუნთუშები ძალიან რბილი, ჰაეროვანი და ლამაზი გამოდის.

გემრიელად მიირთვით!