მარტივი და გემრიელი კრეპები (ბლინი) მოცვით

2503

კრეპი ფრანგული წარმოშობის კერძია. რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული სახელითაა ცნობილი. კრეპი შეიძლება ტკბილი ან მარილიანი შიგთავსით მოამზადოთ. დღეს გასტრონომია მოცვიან კრეპების რეცეპტს გთავაზობთ.

ინგრედიენტები:

კრეპი

  • 1 ფინჯანი (150 გ ) ფქვილი
  • მწიკვი მარილი
  • 4 დიდი კვერცხი
  • 2 ფინჯანი (250 მლ) რძე
  • 1/3 ფინჯანი (90 გ) კარაქი

მოცვის სოუსი

  • 500 გ ახალი ან გაყინული მოცვი
  • 1/2 ლიმონის წვენი და ცედრა
  • 3 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1/2 ჩაის კოვზი დაფქული ჯანჯაფილი
  • 1/2 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი
  • 1/4 ფინჯანი (60 გ) კარაქი

მომზადების წესი:

  1. კრეპი: ფქვილი და მარილი საშუალო ზომის ჯამში შეურიეთ. სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხები. თანდათან დაუმატეთ რძე, თქვეფით გაქენით. ცომი გადადეთ 1 საათით.
  2. პატარა ტაფაზე, საშუალო ცეცხლზე გაადნეთ 1 ჩაის კოვზი კარაქი. დაასხით 2-3 სუფრის კოვზი ცომი, რომ თხელი ფენა მიიღოთ.
  3. მოამზადეთ კრეპი, სანამ ოქროსფერს მიიღებს, დაახლოებით 2 წუთი.
  4. კრეპი სამზარეულოს ნიჩბით გადააბრუნეთ, გამოაცხვეთ მეორე მხარეც, დაახლოებით 2 წუთი. გადმოიღეთ თეფშზე. ასე გამოაცხვეთ დანარჩენიც. მომზადებული კრეპები შეინახეთ თბილ ღუმელში.
  5. გულსართი: მოცვის ნახევარი, ლიმონის წვენი და ცედრა, შაქარი, ჯანჯაფილი და დარიჩინი სქელძირიანი ქვაბით საშუალო ზომის ცეცხლზე შემოდგით და მიიყვანეთ ადუღებამდე. განუწყვეტლივ ურიეთ. დატოვეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ ხილი არ ჩაიშლება და ნაზავი გასქელდება, 10 წუთით.
  6. შეურიეთ მორჩენილი მოცვი. ურიეთ განუწყვეტლივ, 1 წუთი.
  7. კრეპები სამკუთხედად დაკეცეთ.
  8. ტაფაში, საშუალო ცეცხლზე გაადნეთ კარაქი. კრეპები შეწვით, სანამ ოქროსფერ-ყავისფერს არ მიიღებს.
  9. სუფრაზე მიიტანეთ ცხლად, მოცვის სოუსთან ერთად.