მარმელადი მარწყვით და აგარ-აგარით

611

მაღაზიაში შეძენლი ტკბილეული არაჯანსაღი პროდუქტია. ბავშვებს რადგან ძალიან უყვართ დესერტები და კანფეტები ვცდილობ სახლში მოვამზადო. დღეს მინდა შემოგთავაზოთ უმარტივესი ტკბილეულის დესერტი, რომელიც ვეგანებასაც გამოადგებათ.

ნატურალური ხილის მარმელადი უმარტივესად მზადდება სახლის პირობებში. 4 ინგრედიენტი გჭირდებათ მხოლოდ.

ინგრედიენტები

  • მარწყვი 300გ
  • წყალი 300მლ
  • შაქარი 150გ
  • აგარ-აგარი 6გ

მომზადება

1.სასმელ წყალს დაუმატეთ აგარ-აგარი.

2.სანამ მასა ფუვდება, მოამზადეთ მარწყვი. გარეცხილი ხილს მოაყარეთ შაქარი. დააქუცმაცეთ ბლენდერით.

3.ქვაბი აგარ-აგარით მოათავსეთ ცეცხლზე. აადუღეთ, ურიეთ განუწყვეტლივ. ადუღების შემდეგ მოამზადეთ 2 წუთი.

4.აგარ-აგარს დაუმატეთ მარწყვი. ისევ აადუღეთ მასა და მოამზადეთ 2 წუთი.

5.ცხელი მასა გადაამაწილეთ ფორმებში. გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე და შეინახეთ მაცივარში. 30 წუთში მზად არის.

გემრიელად მიირთვით!