მარმელადი კომშისგან: ჯანსაღი ტკბილეულის რეცეპტი

2271

ჩაისთან საუკეთესო ტკბილეული მარმელადია. ვის არ უყვარს ეს ლიმონისა და ფორთოხლის ნაჭრები, მოყრილი შაქრით. დღეს ჩვენ მოგიყვებით, როგორ მოვამზადოთ ეს ტკბილეული კომშისგან.

ნატურალური მარმელადი

იცოდით, რომ კომშის პორტუგალიური სახელწოდებისგან მოდის სიტყვა “მარმელადი”? ამ ენაზე, კომშს marmelo ჰქვია. ეს ძალიან სასარგებლო, გვიანი ხილია. მასში დიდი რაოდენობით რკინა, პექტინური ნივთიერებები და ტანინებია.

გახსოვდეთ, რომ კომშის მომზადება შეიძლება ზამთრისთვის. მისი გაყინვის პროცედურა ცოტათი სპეციფიკურია, თუმცა ასე მთელი ზამთრისთვის შეძლებთ კომშის შემონახვას.

დიდხანს ნუ იფიქრებთ, როგორ მოამზადოთ ნატურალური მარმელადი. წაიკითხეთ რეცეპტი ქვემოთ.

ინგრედიენტები

  • 1.5 კგ კომში (ჩინური ან იაპონური)
  • 1 კგ შაქარი
  • 1 ლიმონი

მომზადება

1. გარეცხეთ კომში და დაჭერით თითოეული ნაყოფი ოთხ ნაწილად. არ დაგავიწყდეთ გულის ამოღება. კომშს, კარტოფილივით, მაშინვე უნდა დაასხათ წყალი, თორემ გაშავდება.

2. ახლა გარეცხეთ ლიმონი, დაჭერით ლებნებად და დაუმატეთ კომშს. კურკები გააცალეთ.

3. ხარშეთ ხილი დარბილებამდე, თავდახურული, რის შემდეგად ათქვიფეთ ბლენდერში და გადაწურეთ საცერში. წყალი არ გადაღვაროთ, იგი კომპოტისთვის გამოდგება.

4. დაუმატეთ კომშს შაქარი და მოხარშეთ ჯემი. ნუ დაახურებთ ქვაბს თავსახურს. აადუღეთ და არ დაგავიწყდეთ მუდმივად მორევა. გამოიყენეთ ხის ნიჩანი, ჭურჭელი რომ არ დაკაწროთ.

5. დროდადრო, ჯემის ზედაპირზე გაჩნდება დიდი ბუშტუკები. სწორედ მაშინ უნდა გამორთოთ ცეცხლი და შედგათ ქვაბი 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. ხარშეთ მარმელადი ღუმელში მანამდე, სანამ იგი ჭურჭლის კედლებიდან მარტივად არ მოცილდება.

არ დაგავიწყდეთ მორევა ყოველ 15 წუთში ერთხელ. საშუალოდ, ეს პროცესი 1-3 საათს მოიცავს. ხარშვის შემდეგ, მარმელადი მზადაა ფორმირებისთვის.

6. ახლა შეგიძლიათ ფანტაზია გაათავისუფლოთ. არსებობს უამრავი ვარიანტი ნატურალური ხილის მარმელადის გასაფორმებლად.

აუცილებლად გასინჯეთ ეს კლასიკური მარმელადი კომშისგან და გაგვიზიარეთ მარმელადის თქვენი საფირმო რეცეპტები.