მან ფირფიტაზე ბანანის ნაჭრები მოათავსა და მოაყარა დარიჩინი – დაუვიწყარი დესერტი გამოუვიდა!

656

ფაფუკი და არომატული ფუნთუშები დარიჩინით, ვერავინ იტყვის მათზე უარს. დღეს ჩვენ ამ საოცარი დესერტის მომზადებაში დაგეხმარებით. მე ამ ტკბილეულს ბანანს და ნიგოზს ვუმატებ, რადგან ასე უფრო გემრიელია.

ინგრედიენტები ფუნთუშებისთვის

  • 1 ჭიქა რძე
  • 120გ კარაქი
  • 1 შეკვრა მშრალი საფუარი
  • 1/2 ჭიქა შაქარი
  • 3 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 2 ბანანი
  • 1 სუფრის კოვზი დაფქული დარიჩინი
  • 1/2 ჭიქა დაფქული ნიგოზი
  • მარილი

ინგრედიენტები მინანქრისთვის

  • 3 სუფრის კოვზი კარაქი
  • 2 სუფრის კოვზი ადუღებული რძე
  • 1 და 1/4 ჭიქა შაქრის ფხვნილი

მომზადება

1.ჯამში ჩაასხით რძე, დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი დარბილებული კარაქი და დადგით ცეცხლზე. ყურადღება მიაქციეთ, რათა რძე არ გაცხელდეს. რძეს მოაყარეთ საფუარი, ჯამს გადააფარეთ პაკეტი და დაელოდეთ 10 წუთი. მოაყარეთ შაქარი და მოურიეთ.

2.მოაყარეთ 1 ჭიქა ფქვილი და მოურიეთ. დაუმატეთ 1 დაჭყლეტილი ბანანი, და ნელ-ნელა მოაყარეთ დარჩენილი ფქვილი. ცომი უნდა გამოვიდეს საკმაოდ წებოვანი, დაამუშავეთ ფქვილიან ზედაპირზე ხელით.

3.ცომი მოათავსეთ ჯამში, გადააფარეთ პაკეტი და თბილ ადგილას გადაიტანეთ 1 საათი. გაალღვეთ დარჩენილი კარაქი და დაელოდეთ მის გაგრილებას.

4.ამოსული ცომი ჩაზილეთ და გააბრტყელეთ, წაუსვით კარაქი.

5.მოაყარეთ ნიგოზი და ბანანი ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.

6.დაახვიეთ რულეტისებურად.

7.მიღებული რულეტი დაჭერით, თქვენ უნდა გამოგივიდეთ 8 ნაჭერი.

8.რულეტები მოათავსეთ ცხიმიან ჭურჭელზე, გადააფარეთ პაკეტი და დაელოდეთ ცოტახანი.

9.გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40-45 წუთი.

10.მოვამზადოთ მინანქარი. გაალღვეთ კარაქი, ცეცხლზე გააჩერეთ სანამ არ გაყავისფრდება, არ დაგეწვათ. დაუმატეთ რძე და შაქრის ფხვნილი, ათქვიფეთ. თუ მასა გამოვა თხელი, მაშინ მოაყარეთ შაქრის ფხვნილი, ხოლო თუ სქელი იქნება, მაშინ მოასხით რძე. მოასხით დესერტს მინანქარი.

გემრიელად მიირთვით!