ლობიოს სუპ-პიურე, რომელიც 30 წუთში მზადდება და 5 წუთში იჭმევა

1811

ლობიოსგან უამრავი საინტერესო და გემრიელი კერძი მზადდება, თუმცა, ამ რეცეპტის შესახებ დიდი ალბათობით არ გსმენიათ.

ლობიოს სუპ-პიურეს საინტერესო რეცეპტი ჩემმა მეგობარმა მირჩია. თავიდან სკეპტიკურად განვეწყვე, მაგრამ ერთხელ დაგემოვნების შემდეგ ეს კერძი შემიყვარდა.

ინგრედიენტები

  • 200 გრ დაკონსერვებული ლობიო
  • 2 ც კარტოფილი
  • 100 მლ ნაღები
  • 1 ლ წყალი
  • 1 ს.კ. ზეთი
  • 2 კბ ნიორი
  • 2 ც როზმარინი
  • 1 ც ხახვი
  • 1 დაფნის ფოთოლი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. მოთუშეთ დაჭრილი ხახვი, დაუმატეთ დაჭრილი ნიორი და კიდევ 2-3 წთ შეწვით.

2. დაჭერით კუბებად კარტოფილი, დააქუცმაცეთ როზმარი, ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით წყალი, დაუმატეთ მოთუშული ხახვი და ნიორი, დაფნის ფოთოლი და მოამზადეთ სანამ კარტოფილი არ მოიხარშება.

3. დაამატეთ ბულიონში ლობიო და კიდევ 10 წთ ხარშეთ. ამოიღეთ დაფნის ფოთოლი და დააბლენდერეთ მასა. დაამატეთ მარილი, პილპილი, ნაღები და კარგად მოურიეთ.

მზა სუპ-პიურეს სურვილისამებრ მოაყარეთ მწვანილი, მიირთვით ორცხობილასთან. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!