ლიმონის ნამცხვარი შედედებული რძით

819

ნამცხვარი სახლში ყოველთვის უნდა გვქონდეს. არ აქვს მნიშვნელობა დღესასწაულისთვის გვჭირდება თუ ოჯახური შეკრებისთვის. მე ამ დესერტს ხშირად ვამზადებ, მოსწონთ ბავშვებსაც და უფროსებსაც. მოდით დღეს ლიმონის დესერტის მომზადება ვისწავლოთ.

ინგრედიენტები

  • კარაქი 70გ
  • ხორბლის ფქვილი 100გ
  • შაქარი 50გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • შედედებული რძე 200გ
  • ლიმონის წვენი 60მლ
  • ლიმონის ცედრა 12გ
  • კვერცხის ცილა 2 ცალი
  • კვერცხის გული 2 ცალი
  • ხაჭო 200გ
  • სახამებელი 2 სუფრის კოვზი
  • ვანილი, შაქრის ფხვნილი და მარილი გემოვნებით

მომზადება

1.ფხვიერი ცომის მოსამზადებლად შაქარს დაუმატეთ კვერცხი, ფქვილი და გამღვალი კარაქი. ცომი მოათავსეთ ფორმაში, ამოიყვანეთ გვერდები. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 15 წუთი.

2.დაიწყეთ სუფლეს მომზადება. კვერცხის გულს დაუმატეთ ვანილი, სახამებელი, ხაჭო, ლიმონის წვენი, ცედრა და შედედებული რძე, სუფლე მოასხით ცომს და გამოაცხეთ 20 წუთი.

3.ათქვიფეთ ცილა მარილთან ერთად, ნელ-ნელა დაუმატეთ შაქრის ფხვნილი. მზა მასა მოათავსეთ ნამცხვარზე, გამოაცხეთ 10 წუთი ღუმელის დაბალ თაროზე.

გემრიელად მიირთვით!