ლავაშის პიცა ღუმელში

960

იტალიური პიცის მომზადება ნამდვილად არ არის მარტივი პროცესი. ეს კერძი ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია. მაგრამ როცა დორო არ გვაქვს მისი გამარტივებული ვარიანტის მომზადება გვიწევს.

ინგრედიენტები

  • ლავაში 3 ცალი
  • ინდაურის ფარში 200გ
  • პომიდორი 2 ცალი
  • ნიორი 2 კბილი
  • პაპრიკა 1 ჩაის კოვზი
  • ძირა 0,5 ჩაის კოვზი
  • ბაზილიკი 0,5 ჩაის კოვზი
  • ორეგანო 0,5 ჩაის კოვზი
  • შავი წიწაკა 0,5 ჩაის კოვზი
  • კამა გემოვნებით
  • კარაქი 15გ
  • ყველი 100გ
  • დამწნილებული სოკო 100გ
  • მაიონეზი გემოვნებით
  • კეჩუპი გემოვნებით
  • პაპრიკის სოუსი გემოვნებით
  • ხახვი 1 ცალი
  • მარილი 0,5 ჩაის კოვზი

მომზადება

  1. პომიდორს მოასხით ცხელი წყალი და მოაშორეთ ქერქი. გახეხეთ.
  2. გაალღვეთ კარაქი ტაფაზე და შეწვით ნახევრად. დაუმატეთ პომიდორი და მოურიე. ასევე დაუმატთ ნიორი, მწვანილი, პაპრიკა, ძირა, ნიგოზი, ბაზილიკი, ორეგანო და წიწაკა.
  3. ლავაში გადმოიტანეთ ფორმაზე და მოაყარეთ ყველი. წაუსვით მაიონეზი და ზემოდან დაადეთ მეორე ფენა, გაიმეორეთ იგივე.
  4. მესამე ფენას წაუსვით კეჩუპი, გადაანაწილეთ ფარში. მოაყარეთ სოკო, მოასხით მაიონეზი, ხახვი, ყველი.
  5. გამოაცხეთ 220 გრადუსზე 10 წუთი.

გემრიელად მიირთვით!