ამ კერძის მომზადება რამდენიმე წუთში შეგიძლიათ. სტუმრებს მსუბუქი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ვახშმით გაუმასპინძლდებით.
ინგრედიენტები:
- 350 გ ატრია რამენი
- 3 ს.კ. მიწის თხილის ზეთი
- 500 გ კრევეტი ნიჟარით
- 1/2 ჩ.კ. ხმელი კურკუმა
- 2 კბილი ნიორი
- წითელი მწარე წიწაკა
- მარილი
- 8 პამიდორი ჩერი
- 125 გ ბარდა
- 1 წითელი ბულგარული წიწაკა
- 1 მწვანე ბულგარული წიწაკა
- 1 ჭ ლობიოს ღივები
- 60 გ წყლის წაბლი მარინადში
- 60 მლ სოიის რუხი საწებელი
- 1 ს.კ. ხამანწკის საწებელი
- 1 ს.კ. ხამანწკის საწებელი
- 4 მწვანე ხახვი
- ქორფა ქინძი
მომზადების წესი:
- ატრია პაკეტზე მითითებული წესით მოამზადეთ.
- ზეთი დიდ ვოკში ან ტაფაში გააცხელეთ. შეწვით კრევეტი, თან განუწყვეტლივ ურიეთ, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, წიწაკა. მარილითა და ხმელი კურკუმით შეაზავეთ. ურიეთ, ვიდრე სითხე აორთქლდება. შემდეგ დაუმატეთ ორად გაჭრილი პამიდორი, ბარდა და თხლად დაჭრილი წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკები. შეწვით, თან ურიეთ.
- დაუმატეთ ლობიოს ღივები, ოთხად გაჭრილი წყლის წაბლი, სოიისა და ხამანწკების საწებელი. შეწვით და ურიეთ. დაუმატეთ ატრია და გააგრძელეთ მორევა.
- დაუმატეთ დაჭრილი მწვანე ხახვი. ტაფა მძლავრად შეანჯღრიეთ. კერძი ქინძის ფოთლებით მორთეთ და სუფრაზე ცხელი მიიტანეთ.