კომბოსტო, ფქვილი, კვერცხი და ცოტა ყველი… ასე ვამზადებ შესანიშნავ ხემსს საყვარელი სტუმრებისთვის

1529

კომბოსტო – კულინარიული ხელოვნების ნამდვილი ტილოა! მისგან შეგიძლია მოამზადო ტოლმა, ბიგოსი, შნიცელი და ტორტიც კი. აი ამ უკანასკნელზე შევაჩეროთ ყურადღება.

ნოყიერი ხემსის მომზადება იოლია, ინგრედიენტებიც იოლად ხელმისაწვდომი. ძალიან გემრიელი „ტორტი“ გამოდის სასიამოვნო სიცხარით და ნაზი კორჟებით.

ინგრედიენტები

  • 700 გრ კომბოსტო
  • 6 კვერცხი
  • 7 ს.კ. ფქვილი
  • 20 გრ კარაქი
  • 300 გრ მაგარი ყველი
  • 4 კბილი ნიორი
  • 4 ს.კ. არაჟანი
  • 1 ც მდნარი ყველი
  • 1 კონა მწვანილი

მომზადება

  1. დაჭერით წვრილად კომბოსტო, დაუმატეთ მარილი, დასრისეთ და დატოვეთ 10 წუთით.
  2. შეურიეთ 3 კვერცხი და ნახევარი ფქვილი, დაუმატეთ მარილი და ჩაასხით კომბოსტოში. ნაწილ-ნაწილ დაუმატეთ დანარჩენი ფქვილი, სანამ ოლადების ცომის კონსისტენციის არ გახდება.
  3. გაახურეთ ტაფა, დაასხით ზეთი. გადმოიღეთ 4 ს.კ. ცომი და გააბრტყელეთ მთელ ზედაპირზე. გამოაცხვეთ ბლინები ორივე მხრიდან 2-3 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე.
  4. გააცივეთ ბლინები. ამასობაში მოხარშეთ დანარჩენი კვერცხები, გაფცქვენით და გააცივეთ.
  5. გახეხეთ კვერცხი, მაგარი ყველი და მდნარი ყველი. შეურიეთ (დატოვეთ ცოტა მაგარი ყველი მოსართავად), დაუმატეთ გატარებული ნიორი, წვრილად დაჭრილი მწვანილი, არაჟანი, მოურიეთ.
  6. წაუსვით ბლინებს ფენა-ფენა, მორთეთ არაჟნით, ყველით და მწვანილით.

შეგიძლიათ მიირთვათ მყისიერად, მაგრამ უმჯობესია, აცადოთ, სანამ ბლინები შიგთავსს შეიწოვს. შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს.