კომბოსტოს ღვეზელების სწრაფი და მარტივი რეცეპტი

1089

მეგობრებო, გირჩევთ, საღამოს არ გამოაცხოთ ეს უგემრიელესი ღვეზელები იმ იმედით, რომ დილის საუზმეს მოამზადებთ. საკმარისია, ერთი გასინჯოთ და მერე უკვე ვეღარ გაჩერდებით!

ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, თუმცა, მხოლოდ ასე არის შესაძლებელი კომბოსტოს ღვეზელის გემოს ეფექტის აღწერა. ცომი ნაზი და ჰაეროვანი გამოდის, მზა კერძი კი ფაფუკი და რბილი.

“გასტრონომიას” რჩევა: შიგთავსი შეგიძლიათ 2-3 მოთუშული ხახვითა და ნივრით მოამზადოთ. კომბოსტოს ასევე უხდება კამა.

ინგრედიენტები

  • 500 გრ კომბოსტო
  • 1 ს.კ. ზეთი
  • 100 გრ კარაქი
  • 450 გრ კარაქი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 100 გრ არაჟანი
  • 1 კვერცხი
  • 2 ჩ.კ. მარილი
  • ბეგქონდარა გემოვნებით
  • ქუნჯუთი გემოვნებით

მომზადება

1. დაჭერით კომბოსტო, დაუმატეთ მარილი და ბეგქონდარა, ხელით დასრისეთ და მოთუშეთ ზეთში 15 წუთის განმავლობაში.

2. თბილ კომბოსტოს დაუმატეთ კარაქი და არაჟანი, მოურიეთ სანამ კარაქი არ დადნება. დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი, კვერცხი და მოზილეთ ცომი.

3. გააბრტყელეთ ცომი, შექმენით “ძეხვი” და დაჭერით მცირე ნაჭრებად, გააკეთეთ ბურთულები. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი, მოათავსეთ ნაწარმი და სათითაოდ წაუსვით ზეთი და მოაყარეთ ქუნჯუთი.

4. გამოაცხვეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40-60 წუთის განმავლობაში.

საოცრად რბილი შიგნით, გარედან კი ხრაშუნა კანი – უგემრიელესი ღვეზელები მზადაა. გვერწმუნეთ, მისი გამოცხობას მრავალჯერ მოინდომებთ! გემრიელად მიირთვით!