კეფირი + ფარში. უფრო მარტივი მოსამზადებელია, ვიდრე ბელიაში

160

თუ ხორცის ცომეული გიყვართ, სწორ ადგილას აღმოჩნდით. Gastronomia.ge–ს რედაქცია ზარმაცების რეცეპტს გთავაზობთ. ცომისგან არაფრის გამოძერწვა არ გჭირდებათ. განსაკუთრებული სირთულის და დიდი დროის, ასევე ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ძალიან გემრიელი ხორცის ბელიაში შეგიძლიათ გამოაცხოთ!

სინამდვილეში, ვგულისხმობთ არა ჩვეულ ღვეზელს შიგთავსით, არამედ ხორცის ღვეზელს, რომელიც თხელი ცომის და ხახვის და ფარშის ზოლისგან შედგება. მისი დიდი უპირატესობა ისაა, რომ როგორც თბილი, ასევე ცივი ძალიან გემრიელია. გემოს გაგრილების შემდეგაც არ დაკარგავს.

ინგრედიენტები:

  • 400 მლ კეფირი
  • 400 გრ ფარში
  • 80 გრ ხახვი
  • 300 გრ ფქვილი
  • 3 კვერცხი
  • 1 ჩ/კ მარილი (+0,5 ჩ/კ შიგთავსში)
  • 1 ჩ/კ შაქარი
  • 0,5 ჩ/კ სოდა
  • 3 ს/კ მზესუმზირას ზეთი
  • 1 პომიდორი

მომზადების წესი:

1. ხახვი პატარა კუბებად დაჭერით და მცენარეულ ზეთში ტაფაზე შეწვით.

2. ტაფა კარგად გააცხელეთ. ხახვის შეწვის დროს დროდადრო მორევა არ დაგავიწყდეთ. ღვეზელის წარმატებულად მოსამზადებლად მთავარი პირობა: შიგთავსი წინასწარ მოამზადეთ, ანუ თერმულად დაამუშავეთ. ამ შემთხვევაში ხახვი უნდა შეწვათ და ხორცი მოთუშოთ.

3. როცა ხახვი ოქროსფერი შეფერილობით დაიფარება, ძროხის ფარში დაუმატეთ.

4. შიგთავსი გემოვნებით დაამარილეთ. ფარშის მომზადებამდე თუშეთ.

5. ღვეზელის გასაფორმებლად პომიდორი დაჭერით.

6. ცალკე თასში კეფირი და გამაფხვიერებელი აურიეთ.

7. კეფირის მასას ულუფა მცენარეული ზეთი დაუმატეთ.

8. 3 კვერცხი ათქვიფეთ და პროდუქტები აურიეთ.

9. ფქვილი დაუმატეთ.

10. ცომის მასა სქელი არაჟნის მსგავსი უნდა იყოს.

11. ღვეზელი სჯობს მაღალგვერდებიან ფორმაში მოამზადოთ. ცომი ღუმელში მოცულობაში გაიზრდება.

12. საცხობ ფორმაში ცომის ნახევარი ჩაასხით. გირჩევთ, საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინოთ, რომ მზა ბელიაში ადვილად ამოიღოთ და სუფრაზე ლამაზად გაიტანოთ.

13. ცომის ფენაზე მთელი შიგთავსი მოათავსეთ. მთელ ზედაპირზე თანაბრად გადაანაწილეთ.

14. შიგთავსს ზემოდან დარჩენილი ცომი დაასხით. ცომით ფარში ისე დაფარეთ, რომ საერთოდ არ ჩანდეს.

15. გასაფორმებლად წინასწარ დაჭრილი პომიდორი გამოიყენეთ.

16. ბელიაში 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 35-40 წუთით აცხვეთ.

ახლა უკვე იცით, როგორ მოამზადოთ ზარმაცია ბელიაში. ძალიან გემრიელი კერძი გამოვა. რეცეპტს არ გადაუხვიოთ და აუცილებლად გამოგივათ!