კენკრის უგემრიელესი ნაყინის რეცეპტი

1730

ზაფხულის ცხელ დღეებში გსურთ ყოველდღე მიირთვათ გემრიელი, გამაგრილებელი ნაყინი, რომლის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლიათ, თუმცა ფიგურა ამის საშუალებას არ გაძლევთ?

კენკრის ნაყინი

ჩვენ გასწავლით, როგორ მოამზადოთ გემრიელი და ამავდროულად სასარგებლო ნაყინი, რომლის მირთმევაც ყოველ დღე შეგეძლებათ და არ მოგიწევთ ფიქრი ზედმეტ კილოგრამებზე.

ამ საშინაო ნაყინის მომზადება ნებისმიერი კენრით შეგიძლიათ. მოამზადეთ იგი თქვენთვის საყვარელი კენკრით ან შეურიეთ ერთმანეთს რამდენიმე სხვადასხვა კენკრა.

ინგრედიენტები

  • 100 გრ მრგვალი ბრინჯი
  • 200 გრ შაქარი
  • ილი
  • 200 გრ მოცვი
  • 500 მლ წყალი

მომზადების წესი

1. ამ ნაყინის ფუძე გახლავთ ბრინჯი. მრგვალი ბრინჯი ყველაზე უკეთ მოუხდება ამ დესერტს. აუცილებელია იგი კარგად მოხარშოთ.

2. ბრინჯს აუცილებლად უნდა დაუმატოთ ილის დაფშვნილი მარცვლები და შაქარი. თუ არ გინდათ ძალიან ტკბილი ნაყინი, შეგიძლიათ დესერტს 2-ჯერ ნაკლები შაქარი დაუმატოთ. მოურიეთ ბრინჯს, სანამ შაქარი მთლიანად არ გაიხსნება.

3. უმჯობესია გამოიყენოთ გაყინული კენკრა. თუ თქვენი ბლენდერი საკმაოდ ძლიერია ამ დავალების შესასრულებლად, აუცილებლად კარგად გაყინეთ მოცვი ან ის კენკრა, რომლის გამოყენებასაც აპირებთ.

4. კარგად დააბლენდერეთ კენკრისა და ბრინჯის ნაზავი, მოათავსეთ ნაყინი საყინულეში. ნახევარი საათის შემდეგ ნაყინი კვლავ დააბლენდერეთ.

5. შემდეგ კი მოათავსეთ ნაყინი პატარა ჭურჭელში და დატკბით თქვენ მიერ მომზადებული უგემრიელესი დესერტით.

გემრიელად მიირთვით!