კაშკაშა, ლამაზი და გემრიელი მანდარინის ტორტის რეცეპტი

2846

მანდარინები ახალი წლის, ზამთრის და კარგი განწყობის სიმბოლოა. ფსიქოლოგების თქმით, ეს ციტრუსი ხსნის სტრესს და სულიერ წონასწორობას აღადგენს. ტკბილი ნამცხვარი კი ორგანიზმში სეროტონინის – ბედნიერების ჰორმონის გამომუშავებელია. ჩვენ გთავაზობთ გააერთიანოთ ეს ორი კომპონენტი და მოამზადოთ მანდარინის უგემრიელესი ტორტი.

ინგრედიენტები

  • 400 გრ მანდარინი
  • 400 გრ ათქვეფილი ნაღები
  • 200 გრ ფქვილი
  • 300 გრ მასკარპონე
  • 5 კვერცხი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1,5 ს.კ. სახამებელი
  • 30 გრ მდნარი კარაქი
  • 70 გრ თაფლაკვერა
  • 1 მწიკვი მარილი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 1 ც ვანილის შაქარი
  • 4 ჩ.კ. ნაღების შემასქელებელი
  • 60 გრ ნუშის ფანტელი
  • 100 გრ თხილი

მომზადება

1. ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი და მარილი, სანამ ქაფი არ გაუჩნდება.

2. გაცერთი ფქვილი, გამაფხვიერებელი, სახამებელი, შეურიეთ და დაუმატეთ მდნარი კარაქი.

3. დააქუცმაცეთ 50 გრ თაფლაკვერა და დაუმატეთ ცომში. წაუსვით საცხობ ფორმას კარაქი, ჩაასხით ცომი და შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით.

4. 400 მლ ნაღებს დაუმატეთ სტაბილიზატორი, როცა შესქელდება, დაუმატეთ მასკარპონე და ათქვიფეთ მიქსერით.

5. გაფცქვენით მანდარინი და დაყავით მარცვლებად.

6. გაჭერით მზა ბისკვიტი ჰორიზონტალურად. ქვედა ფენას კარგად წაუსვით კრემი. დააწყვეთ მანდარინის მარცვლები, დაადეთ ზედა ფენა და ზემოდანაც წაუსვით კრემი.

7. დაჭერით თხილი, მოხალეთ ნუშთან ერთად ტაფაზე. მოაყარეთ ტორტს. მორთეთ ტორტი მანდარინებით და თაფლაკვერას ნატეხებით.

8. შედგით ტორტი მაცივარში მინიმუმ 4 საათით. საუკეთესო ვარიანტია – მთელი ღამით.

კარგი იქნება, თუ ტორტს ალკოჰოლითაც დანამავთ მეტი არომატისთვის. მოამზადეთ ეს ტორტი სადღესასწაულოდ და გააოცეთ სტუმრები არაჩვეულებრივი დესერტით. გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!