კარტოფილის სუპი: 6 რეცეპტი

227

რომელი ინგრედიენტის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ სუპი? მართალია, ეს ინგრედიენტი კარტოფილია! ეს პროდუქტი, როგორც ტრადიციულ ისე თანამედროვე წვნიანების განუყოფელი ნაწილია.

კარტოფილის სუპი სოკოთი და ქათმით

  • 500გ ქათამი
  • 4 კარტოფილი
  • 1 ხახვი
  • 2 სტაფილო
  • 300გ სოკო
  • მწვანილი
  • მარილი
  • სანელებლები

მომზადება

  1. დაჭერით ქათამი, დაასხით წყალი და მოხარშეთ საშუალო ცეცხლზე.
  2. დაჭერით კარტოფილი კუბიკებად და მოათავსეთ ქვაბში.
  3. წვრილად დაჭერით ხახვი, სტაფილო, სოკო. მოთუშეთ ეს ინგრედიენტები და მოათავსეთ ქვაბში.
  4. რამდენიმე წუთში დაუმატეთ მწვანილი და სანელებლები.

კარტოფილის სუპი ხორცის ბურთულებით

ინგრედიენტები

  • 400გ ფარში
  • 1 სტაფილო
  • მწვანილი
  • 1 ხახვი
  • 5 კარტოფილი
  • მარილი და წიწაკა

მომზადება

  1. გაასუფთავეთ და დაჭერით კარტოფილი. დაასხით წყალი და მოხარშეთ.
  2. წვრილად დაჭერით სტაფილო და ხახვი. მოთუშეთ და დაუმატეთ კარტოფილს.
  3. ხორცის ბურთულები დაუმატეთ დანარჩენ ინგრედიენტებს.
  4. აადუღეთ სუპი და მოხარშეთ 15 წუთი. მოაყარეთ სანელებლები.

კარტოფილის სუპი თევზით და ბრინჯით

ინგრედიენტები

  • 300გ თევზი
  • 1 ხახვი
  • 80გ ბრინჯი
  • 1 სტაფილო
  • 6 კარტოფილი
  • მარილი და წიწაკა

მომზადება

  1. დაჭერით თევზი და მოხარშეთ 20 წუთი.
  2. დაჭერით კარტოფილი და ნახევარი სტაფილო, მოათავსეთ ქვაბში.
  3. დააქუცმაცეთ დარჩენილი სტაფილო და ხახვი, მოთუშეთ ტაფაზე.
  4. სუპის ადუღების შემდეგ, ჩაყარეთ ბრინჯი და მოამზადეთ ბოლომდე. ბოლოს დაუმატეთ მოთუშული მასა და სანელებლები.

კარტოფილის კრემ-სუპი კრევეტებით

ინგრედიენტები

  • 500გ კარტოფილი
  • 1 ხახვი
  • 15 კრევეტი
  • 40გ კარაქი
  • 1ლ ბულიონი

 მომზადება

  1. გაასფთავეთ და დაჭერით მოხარშული კარტოფილი.
  2. დაჭერით ხახვი და მოთუშეთ.
  3. კარტოფილს დაუმატეთ ხახვი, დააქუცმაცეთ ინგრედიენტები ბლენდერით, ნელ-ნელა მოასხით ბულიონი.
  4. შეწვით კრევეტები ზეთზე და გადაანაწილეთ ულუფებში.

კარტოფილის სუპი ყველით

ინგრედიენტები

  • 5 კარტოფილი
  • 1 ხახვი
  • 30გ კარაქი
  • 1 სტაფილო
  • მწვანილი
  • 50გ მდნარი ყველი
  • მარილი და სანელებლები

მომზადება

  1. გაასუფთავეთ კარტოფილი, დაჭერით და მოხარშეთ.
  2. დაჭერით ხახვი, გახეხეთ სტაფილო, ბოსტნეული მოთუშეთ ზეთში.
  3. მოტუშული ამსა დაუმატეთ კარტოფილს. მოაყარეთ მარილი, წიწაკა და დაუმატეთ ყველი.
  4. მოხარშეთ სუპი, ბოლოს მოაყარეთ მწვანილი.

კარტოფილის სუპი ბადრიჯნით

ინგრედიენტები

  • 1 სტაფილო
  • 3 კარტოფილი
  • 1 ბადრიჯანი
  • ნიორი
  • 1 ხახვი
  • სანელებლები
  • მწვანილი
  • მარილი
  • 1 სუფრის კოვზი პომიდვრის პასტა

მომზადება

  1. გაასუფთავეთ და დაჭერით კარტოფილი, დაუმატეთ ადუღებულ წყალს.
  2. დაჭერით ბადრიჯანი, დააქუცმაცეთ ხახვი და სტაფილო. მოთუშეთ ბოსტნეული ერთად.
  3. დაუმატეთ ტაფაზე არსებულ მასას პომიდვრის პასტა და შეუერთეთ კარტოფილს.
  4. მოხარშეთ 15 წუთი, დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი, მწვანილი, მარილი და სანელებლები.

გემრიელად მიირთვით!