სახლში მომზადებულ ვარენიკებს ვერცერთი ნაყიდი ვერ შეედრება. ბებიაჩემი ყოველთვის უგემრიელესი ვარენიკებით გვიმასპინძლდებოდა, რომლის გემოც დღემდე ტკბილად მახსოვს. მისი მომზადება ყოველთვის რთული მეგონა, მაგრამ თურმე ძალიან ვცდებოდი.
ინგრედიენტები
- ხორბლის ფქვილი 160გ
- წყალი 100მლ
- შპინატი 200გ
- მზესუმზირის ზეთი 2 სუფრისკოვზი
- მარილი 0,5 ჩაის კოვზი
- კარტოფილი 150გ
მომზადება
- კარტოფილი დადგით მოსახარშად და დაიწყეთ ცომის მზადება. გარეცხეთ შპინატი და დააბლენდერეთ. გაყავით ორ ნაწილად, ერთ ნაწილს დაუმატეთ მარილი, წყალი, მოურიეთ.
- დაუმატეთ შპინატს ფქვილი, მოზილეთ ცომი.
- მოხარშული კარტოფილი აქციეთ პიურედ და შპინატის მეორე ნაწილს გადაურიეთ.
- გააბრტყელეთ ცომი თხლად და ამოჭერით ფორმები.
- თითოეულში მოათავსეთ შიგთავსი და დააფიქსირეთ კუთხეები. მოხარშეთ 5 წუთი.
გემრიელად მიირთვით!