კალმახა სოკო ნიგვზით – აი რა უხდება მჭადს ყველაზე ძალიან!

3479

სოკოში შედის: მინერალური ნივთიერებიდან – კალიუმი, ფოსფორი, რკინა და მცირე რაოდენობით კალციუმი; მიკროელემენტები  – თუთია, სპილენძი, იოდი, დარიშხანი და სხვ; ვიტამინები უმეტეს შემთხვევაში B ჯგუფისა. სწორად მიხვდით, დღეს სწორედ სოკოსგან მომზადებულ უგემრიელესი კერძის რეცეპტს გთავაზობთ.

კალმახა სოკო ნიგვზით 

ინგრედიენტები: 

  • სოკო – 600 გრამი
  • ხახვი – 100 გრამი
  • ზეთი – 2 სუფრის კოვზი
  • ნიგოზი – 1 ჩაის ჭიქა
  • ქინძი, წიწაკა და მარილი – გემოვნების მიხედვით

მომზადების წესი:

  1. კალმახა სოკო დავარჩიოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ გრძლად, ჩავყაროთ  ცივ წყალში. შემდეგ ხელით მაგრად დავწუროთ, მოვათავსოთ ფიცარზე და დავკეპოთ დანით ძალიან წვრილად.
  2. ასევე წვრილად დავკეპოთ  5 თავი ხახვი. ჩავყაროთ ერთად ქვაბში, დავასხათ ცხელი წყალი და ვხარშოთ დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში.
  3. წყალი რომ შეაშრება, დავუმატოთ 2 სუფრის კოვზი ზეთი და 2 სუფრის კოვზი წყალი. კიდევ ვადუღოთ ცოტა ხანს. შემდეგ გადმოვიღოთ თეფშზე და ზემოდან მოვაყაროთ დანაყილი ნიგოზი, ცოტა წიწაკა, მარილი და წვრილად დაჭრილი ქინძი.

გემრიელად მიირთვით!