ინდური საოცარი დესერტი რძისგან

1558

თითოეული ქვეყნის ახლოდან გაცნობა მათი კერძების შესწავლით შეგიძლიათ დაიწყოთ. რა უნდა იყოს ამაზე უკეთესი, როცა აგემოვნებთ სხვადასხვა კულტურისათვის დამახასიათებელ კერძებს, იგებთ ინგრედიენტების შეხამების სტილს, კერძების სტრუქტურას და რაც მთავარია იგებთ სხვა ქვეყანაში მცხოვრები ხალხის გემოვნებას.

დღეს ჩვენი რედაქცია წარმოგიდგენთ რძიან დესერტს სახელწოდებით “რასგულა”, რომელიც ძალიან პოპულარულია ინდოეთში. ამ ტკბილეულის მოსამზადებლად გამოსადეგი ინგრედიენტები ყოველთვის მოიძებნება სამზარეულოში. აუცილებლად სცადეთ მისი მომზადება.

დესერტი რძისგან

ინგრედიენტები

  • 1ლ ახალი რძე (ნაკლებად ცხიმიანი)
  • 2,5 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
  • 150გ შაქარი
  • 350მლ წყალი

მომზადება

1.პირველ რიგში რძისგან უნდა მოამზადოთ თავისებური ინდური ყველი – პანარი. ამისათვის ქვაბში ჩაასხით რძე და წამოადუღეთ. შემდეგ რძეს მოურიეთ კოვზით და პარალერულად დაუმატეთ ლიმონის წვენი.

2.დაახლოებით ორ წუთში დაინახავთ, რომ შესქელებული ხაჭოსებრი მასა გამოეყოფა თხევადს.

3.მზა ყველი გამოწურეთ მარლით ან სპეციალური ნაჭრით. ამავე მასას გაავლეთ გამდინარე წყალი და ისევ კარგად გამოწურეთ.

4.მიღებული პანარი აქციეთ ერთგვაროვან რბილ მასად ხელით.

5.ყველს მიეცით ძეხვის ფორმა, გაყავით ტოლ ნაწილებად, რომლისგანაც შექმენით ბურთულები. ეცადეთ, რომ თითოეული ბურთულა იყოს ძალიან მჭიდროდ შეკრული. თუ მასში სიცარიელე და ჰაერი დარჩა, ის მომზადებისას აუცილებლად გაიხლიჩება.

6.ქვაბში ჩაასხით წყალი, ჩაყარეთ შაქარი და დადგით ცეცხლზე. არომატისათვის შეგიძლიათ დაუმატოთ ვანილი. თვითონ ინდოელები უმატებენ კარდამონს და ვარდიან წყალს.

7.გაცხელებულ სიროფში მოათავსეთ ყველის ბურთულები. დააფარეთ თავზე და მოხარშეთ 5 წუთის განმავლობაში.

8.შეამცირეთ ცეცხლი, ისე რომ წყალს უჭირდეს დუღილი, დააფარეთ თავსაფარი და გააჩერეთ კიდევ 5 წუთი. ამ პროცესისთვის აუცილებელია დიდი ქვაბი, რადგან ყველის ბურთულები ხარშვისას ფუვდებიან.

9.მოხადეთ თავსაფარი, და დატოვეთ მოსახარშათ 7 წუთი. შემდეგ ჩააქრეთ ცეცხლი და დაელოდეთ ყველის გაგრილებას (არ გადმოიტანოთ ქვაბიდან სრულ გაგრილებამდე).

10.როდესაც ქვაბი გაგრილდება, მასში მოთავსებულ მასასთან ერთად შეინახეთ მაცივარში 1 საათით, უმჯობესია მთელი ღამით.

11.ინდური დესერტი რძით და შაქარით მზად არის. გემრიელად მიირთვით!

სწორედ ასეთი საოცარი ინდური დესერტი გამოდის ერთი ძირითადი ინგრედიენტისგან. ტკბილეულს შეგიძლიათ შეუცვალოთ ფერი ხილის სიროფისა და ჯემის მეშვეობით. მაგრამ დანამატების გარეშეც საოცარი კერძი გამოდის. აუცილებლად მოამზადეთ და გაახარეთ ოჯახის წევრები.