ინგლისის დედოფლის საყვარელი ორცხობილები. ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად მარტივია

4395

ყველა ადამიანს თავისი ოცნება აქვს. მრავალი წელი პირადად მე დიდ ბრიტანეთში მოგზაურობაზე, ბიგ-ბენის ნახვაზე, ლონდონის ლამაზ ქუჩებში სეირნობაზე და მშვიდ გარემოში ფინჯანი ჩაის მირთმევაზე ვოცნებობდი.

სულ რაღაც ნახევარი წლის წინ, როგორც იქნა, ჩემი ოცნების განხორციელება შევძელი. ორსართულიანი ავტობუსებით მგზავრობამ, ლონდონის იდუმალებით მოცულ, ძალიან ლამაზ ქუჩებში სეირნობამ და ნამდვილი ინგლისური ჩაის დაგემოვნებამ ნამდვილად წარუშლელი შთაბეჭდილებები დამიტოვა.

დიდხანს ვფიქრობდი, რა წამომეღო ინგლისიდან ისეთი, რაც ღრმა სიბერეშიც კი ამ ლამაზ დღეებს გამახსენებდა. სხვადასხვა ლამაზ სუვენირებთან ერთად, შინ ერთი მარტივი რეცეპტის ჩამოტანა გადავწყვიტე, რაც არა მარტო მე, არამედ მთელ ჩემს ოჯახს ახარებს.

ემილიმ, ჩემი ნაცნობი ლონდონიდან, ინგლისური ორცხობილების რეცეპტი მასწავლა, რომლის გარეშეც ნამდვილ ინგლისელებს ჩაის დილის ულუფა არ წარმოუდგენიათ. გაერთიანებულ სამეფოში ჩაის მირთმევა ვაშლის ორცხობილებთან ერთად ისეთივე ტრადიციაა, როგორც საფრანგეთში ჩაითა და კრუასანებით საუზმობა.

ვაშლის ფუნთუშები ჩაისთან ერთად

ინგრედიენტები ცომისთვის:

  • 450 გრამი ფქვილი
  • 5 ჩ.კ. საფუარი
  • 1,5 ჩ.კ. მარილი
  • 110 გრამი კარაქი
  • 50 გრამი შაქარი
  • 450 გრამი ვაშლი
  • 2 ს.კ. რძე

მომზადება:

1. ჩაყარეთ ჯამში მოცემული რაოდენობით ფქვილი, დაამატეთ საფუარი და მარილი.

2. კარაქი დაჭერით პატარა ნაჭრებად და დაამატეთ ფქვილში.

3. კარგად ამოურიეთ და შემდეგ დაამატეთ შაქარი.

4. გაასუფთავეთ ვაშლი კანისგან. ნახევარი დაჭერით პატარა ზომის კუბიკებად, ხოლო მეორე ნახევარი – გახეხეთ მსხვილ სახეხზე.

5. დაამატეთ გამზადებული ვაშლი ფქვილში და ზილეთ კარგად. ნელ-ნელა, ეტაპობრივად ჩაამატეთ მოცემული რაოდენობით რძე მასში.

6. მიღებული ცომი გადმოიტანეთ მყარ ზედაპირზე, რომელსაც მცირეოდენი ფქვილი აქვს მოყრილი. ახლა კი შეუდექით ცომის გაბრტყელებას. მისი სისქე უნდა შეადგენდეს დაახლოებით 1 სანტიმეტრს.

7. ბასრი პირის მქონე სპეციალური ფორმის გამოყენებით დაყავით ცომის ფენა პატარა რგოლებად.

8. გამოსაცხობად გამზადებული ორცხობილები მოათავსეთ საცხობ ფორმაზე, სპეციალური ფუნჯის გამოყენებით წაუსვით ზემოდან მცირეოდენი რძე და მოაყარეთ შაქარი (სასურველია ღია ყავისფერი ფერის). შედგით ის 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 20-25 წუთით.

9. ინგლისური უგემრიელესი საუზმე მზად არის!

ყოველთვის, როდესაც ამ რეცეპტით ვაშლის ორცხობილებს ვამზადებ, ინგლისში გატარებული ბედნიერი დღეები თვალწინ მიდგება. გირჩევთ, თავადაც ცადოთ ამ უგემრიელესი ორცხობილების გამოცხობა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ გამოცდილი მზარეული არ ხართ, ამ რეცეპტისთვის მარტივად შეძლებთ თავის გართმევას, რადგან ის საოცრად ადვილი და მარტივია.