ნამდვილი იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობად არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგენანოთ ყველი. მისი შესანიშნავი გემოს საიდუმლოც სწორედ ეს არის – ბევრი ყველი!
ინგრედიენტები:
- ხორბლის ფქვილი – 1 კგ
- სოდა – 1/2 ჩაის კოვზი
- წყალი – 0,5 ლ
- ყველი – 600 გ
- კვერცხი 1 ცალი
მომზადების წესი:
- ხორბლის ფქვილში ავურიოთ სოდა.
- ფქვილი ჩავაღრმავოთ შუაში, ჩავასხათ ოდნავ მარილიანი, ნელ-თბილი წყალიდა მოვზილოთ საშუალო სიმაგრის ცომი.
- შევფუთოთ და დაახლოებით 1 სთ დავდგათ თბილ ადგილას.
- გამზადებული ცომი გავანაწილოთ სასურველი ზომის გუნდებად.
- გუნდა გავაბრტყელოთ, შუაში დავაყაროთ დაფხვნილი იმერული ყველი (სასურველია ჭყინტი ყველი ცოტა მარილით), მოვუკრათ პირი, ისევ გავაბრტყელოთ და გამოვაცხოთ უცხიმო ტაფაზე.
- როცა ერთი მხარე გამოცხვება, გადავაბრუნოთ და ზემოდან წავუსვათ ათქვეფილი კვერცხის გული.
- თუ ხაჭაპურს ვაცხობთ ღუმელში, გამოღების წინ 1-2 წუთით ადრე ზემოდან წავუსვათ ათქვეფილი კვერცხის გული. ოდნავ რომ შეწითლდება ხაჭაპური მზადაა.
თქვენ რომელ ხაჭაპურს უფრო ხშირად აცხობთ მეგრულს თუ იმერულს?