იდეალური ფენოვანი ცომის ყველაზე მარტივი რეცეპტი. ზედმეტი მოძრაობები არ დაგჭირდებათ, უბრალოდ შეურიეთ

7107

დიასახლისების საკმაოდ დიდი ნაწილი მაქსიმალურად არიდებს თავს საკუთარი ხელით ფენოვანი ცომის მომზადებას. ითვლება, რომ ეს საკმაოდ რთული და დამღლელი პროცედურაა, რომელიც სპეციალურ ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს. გარკვეულწილად, ეს მოსაზრება მართლაც შეესაბამება სიმართლეს, რადგან იდეალურად ფხვიერი ფენოვანი ცომის მომზადება საკმაოდ რთულია, თუ ჩვენი დღევანდელი რეცეპტის შესახებ არ იცით.

მარტივი ინსტრუქციის წყალობით, რომელსაც ახლა გთავაზობთ, ფენოვან ცომს, ყოველგვარი მანიპულაციების გარეშე, სულ რაღაც 10 წუთში მოამზადებთ. აუცილებლად ჩაინიშნეთ ეს რეცეპტი, ცადეთ თავად ფენოვანი ცომის მომზადება ამ ინსტრუქციით და პირობას გაძლევთ, იმედები არ გაგიცრუვდებათ!

ფენოვანი ცომი საკუთარი ხელით

ინგრედიენტები:

  • 200 გრამი მარგანინი
  • 1 კვერცხი
  • 100 მლ არაჟანი
  • 350 გრამი ფქვილი
  • მწიკვი მარილი

მომზადება:

1. ცალკე ჭურჭელში შეურიეთ ერთმანეთში ფქვილი და მარგანინი. კარგად ზილეთ მასა ხელებით იქამდე, სანამ ეს ორი ინგრედიენტი ერთმანეთს კარგად არ შეერევა.

2. განაცალკევეთ კვერცხის გული ცილისგან. გული ჩაამატეთ ფქვილისა და მარგანინის მასაში.

3. ყველაზე ბოლოს ვამატებთ არაჟანს. თუ არაჟანი არ გაქვთ, შეგიძლიათ მისი ჩანაცვლება ანალოგიური რაოდენობით კეფირით.

4. როდესაც ყველა ინგრედიენტს გააერთიანებთ, შეუდექით ცომის ამოყვანას. კარგად ზილეთ მასა ხელებით იქამდე, სანამ ცომი ელასტიური და ფაფუკი არ გახდება. თუ ის ზედმეტად მკვირივ და უხეში იქნება, დაამატეთ კიდევ მცირეოდენი არაჟანი. თუ ცომი ზედმეტად წებოვანია და ხელებზე გეკრობათ, შეასქელეთ ის მცირეოდენი ფქვილით. მზა ცომი დააყოვნეთ მაცივარში.

5. მაშ ასე, იდეალური ფენოვანი ცომი მზად არის!

როგორც ხედავთ, ფენოვანი ცომის მომზადება ამ ინსტრუქციით სულაც არ არის რთული და არ მოითხოვს სხვადასხვა მანიპულაციებს. ამ რეცეპტით მომზადებული ფენოვანი ცომი მართლაც ძალიან ფხვიერი და გემრიელი გამოდის, რაშიც თავად დარწმუნდებით. ისღა დაგრჩენიათ, მოიფიქროთ, რას მოამზადებთ უგემრიელესი ფენოვანი ცომით.

თუ მოგეწონათ რეცეპტი, აუცილებლად გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს სოციალურ ქსელში!