იდეალური ბანანის შიგთავსი საყვარელი ფენოვანი ნამცხვრებისთვის

1166

ყოველ ჯერზე მომზადების პროცესი სულ უფრო სასიამოვნო ხდება. ადრე ცომის მოსამზადებლად და შიგთავსის მოსაფიქრებლად დიდი დრო იყო საჭირო, ახლა შეგიძლია იყიდო მზა ცომი და ბანანი. შაქარსა და კვერცხს კი ნებისმიერ სამზარეულოში აღმოაჩენ. ამ ოთხი ინგრედიენტისგან შესანიშნავი ფენოვანი ნამცხვარი გამოდის.

მათ თბილ მდგომარეობაში მიირთმევენ, ცივად კი იდეალურია რძესთან. ასევე, შეგიძლიათ შიგთავსს შოკოლადი დაამატოთ, ამგვარად ნამცხვარი უფრო არომატული და გემრიელი გამოვა.

ინგრედიენტები

  • 0,5 კგ ფენოვანი ცომი
  • 3 ჩ.კ. შაქარი
  • 2 ც ბანანი
  • 1 კვერცხის გული

მომზადება

  1. გაფცქვენით ბანანები, გაჭერით ჯერ სიგრძეზე, შემდეგ შუაზე. ამგვარად 8 ნაჭერი გამოგივათ.
  2. დაჭერით ცომი 8 კვადრატად, ოდნავ გააბრტყელეთ თითოეული.
  3. ცომის კვადრატის ნახევარი მხარე ჩაჭერით დანით, მეორე მხარეს მოათავსეთ ბანანი და დააფარეთ პირველი მხარე. დაამაგრეთ კბილის ჩხირებით.
  4. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი. დაალაგეთ ნაწარმი, წაუსვით კვერცხის გული, მოაყარეთ შაქარი.
  5. შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით.

ფენოვანი ცომი ხშირად მევლინება მხსნელად. ხან ხორცის რულეტებს ვაცხობ და ხანაც ყველის ან სოკოსი, ხანაც ტკბილი შიგთავსით როგორც ამ შემთხვევაში. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!