თუ ჩაიზე მისაყოლებლად სასწრაფოდ რაიმე უნდა მოვიფიქრო, ამ გემრიელ და ბიუჯეტურ პეროგს ვამზადებ

1749

დღეს Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ერთ–ერთ ყველაზე მარტივ და ბიუჯეტურ პეროგს. ამასთან ძალიან რბილი, არომატული და გემრიელია. სუფრაზეა მარტივი პეროგი რძით მომზადებული. ცომის მოზელას 5 წუთში შეძლებთ და ამისთვის მხოლოდ ჩანგალი ან სათქვეფი დაგჭირდებათ.

პეროგი მოსამზადებლად უკვე მზადაა, მაგრამ შეგიძლიათ შუაზე გაჭრათ, საყვარელი კრემი წაუსვათ. ასე გემრიელი შინაურული ტორტი გამოვა.

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა რძე
  • 2/3 ჭიქა შაქარი
  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 1 კვერცხი
  • 3 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 1 ჩ/კ ცომის გამაფხვიერებელი

მომზადების წესი:

1. ყველა აუცილებელი ინგრედიენტი მოიმარაგეთ. რძე 40-50 გრადუსამდე შეათბეთ. ცომი შეგიძლიათ სათქვეფით ან ჩანგლით მოზილოთ. ტექნიკის გამოყენება აუცილებელი არაა.

2. თასში კვერცხი ჩატეხეთ და შაქარი დაუმატეთ.

3. კარგად აურიეთ და თბილი რძე დაუმატეთ.

4. ნარევს მცენარეული ზეთით დაუმატეთ.

5. ახლა შაქრის გახსნამდე აურიეთ. ფქვილი და გამაფხვიერებელი დაუმატეთ.

6. ერთგვაროვანი ცომი მოზილეთ, რომელიც სათქვეფიდან ლენტივით იღვენთება.

7. 20 დიამეტრის საცხობ ფორმაში პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ, ქაღალდს და ფორმის კედლებს მცენარეული ზეთი წაუსვით. ცომი ჩაასხით და თანაბრად გადაანაწილეთ.

8. 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთით აცხვეთ. ცხობისას ცომი ამოვა და შეწითლდება.

9. რძეზე მომზადებული მარტივი პეროგი მზადაა. სუფრაზე შეგიძლიათ ასე გაიტანოთ. ასევე შეგიძლიათ გაჭრათ, მურაბა ან კრემი წაუსვათ. გემრიელი შინაურული ტორტი გამოვა.

გემრიელად მიირთვით!