თევზის ასეთი სახით დამარინადება ერთმა ჩრდილოელმა მასწავლა. საუცხოო რეცეპტია

2709

საგუდაი – ეს უფრო თევზის მომზადების ხერხია და არა კერძის დასახელება, რომელიც ჩრდილოელებში ძალიან პოპულარულია. ამგვარად ისინი ორაგულს ამზადებენ, მაგრამ წითელი თევზით პირის ჩატკბარუნების საშუალება ყოველთვის არ არის. ამიტომ, გამოცდილმა დიასახლისებმა საგუდაის სკუმბრიისგან მომზადების ხერხი დაახელოვნეს, რაც არანაკლებ გემრიელი გამოდის.

ინგრედიენტები

  • 3 ც სკუმბრია
  • 5 ც ხახვი
  • 3 ს.კ. მარილი
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 0,5 ჭიქა ზეთი
  • 0,5 ჭიქა ძმარი
  • 1 ჭიქა წყალი
  • 1 კონა კამა
  • 2 დაფნის ფოთოლი
  • შავი პილპილის კაკლები

მომზადება

  1. თუ სკუმბრია გაყინულია, გაალღვეთ, ოღონდ ბოლომდე არა. გაასუფთავეთ, მოაჭერით თავი და დაჭერით საშუალო ნაჭრებად.
  2. დაჭერით ხახვი ალყა-ალყა, დაჭერით წვრილად კამა. შეურიეთ შაქარი და მარილი.
  3. ქილაში მოათავსეთ თევზი ფენებად. ყოველ ფენას მოაყარეთ მარილი და შაქარი, შემდეგ ხახვი და მწვანილი.
  4. შეურიეთ წყალი, 9%-იანი ძმარი და ზეთი. დაასხით მარინადი თევზს, დაუმატეთ პილპილის კაკლები, დაფნის ფოთოლი და შედგით მაცივარში მინიმუმ 6 საათით.

არომატულ თევზს ძალიან უხდება მოხარშული კარტოფილი მწვანე ხახვით. წარმოუდგენლად გემრიელია! გაუზიარეთ ეს რეეპტი მეგობრებს!