ზღვის პროდუქტების სპაგეტი “ალ კარტოჩიო”

2276

“ალ კარტოჩიო” იტალიური კერძია. იტალიაში ამა თუ იმ კერძის ნახევარფაბრიკატს ალუმინის ფოლგაში ახვევენ და აცხობენ.

ინგრედიენტები:

  • 750 გ მოლუსკი ნიჟარით
  • 750 გ მიდია ნიჟარით
  • 90 მლ ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 ხმელი მწარე წიწაკა
  • 2 ს.კ. ოხრახუში
  • 120 მლ მშრალი თეთრი ღვინო
  • 750 გ მკვრივი პამიდორი
  • 400 გ პატარა კალმარი
  • 350 გ მდინარის კიბორჩხალა ნიჟარით
  • 500 გ სპაგეტი
  • მარილი

მომზადების წესი:

  1. მოლუსკები და მიდიები ნიჟარებიანად მოათავსეთ ცივ წყალში და 1 სთ დაალბეთ. ღუმელი წინასწარ გაახურეთ 180 გრადუსზე. სახელურიან ქვაბში საშუალო ცეცხლზე, წვრილად დაჭრილი ნიორი, ოხრახუში და დაფშვნილი წიწაკა მოშუშეთ. ნიორი მოოქროსფრო რომ გახდება, დაასხით ღვინო და ადუღეთ აორთქლებამდე.
  2. დაუმატეთ კანგაცლილი, დაჭრილი პამიდორი და კიდევ 10 წუთი გააჩერეთ ცეცხლზე.
  3. დაუმატეთ მოლუსკები, მიდიები და კიბორჩხალა. ქვაბს თავზე დააფარეთ და ნიჟარების გახსნამდე ადუღეთ. ნიჟარა, რომელიც არ გაიხსნება, გადააგდეთ. მომზადებულ მოლუსკებს ნიჟარის ნახევარი მოაცილეთ.
  4. მოხარშეთ სპაგეტი ორჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე შეფუთვაზეა მითითებული. ნახარშის ნახევარი საწებელს შეურიეთ.
  5. ფოლგის ან პერგამენტის ფურცლები 4-6 მოზრდილ ნაწილად დაჭერით. სიმყარისთვის შუაში გადაკეცეთ. თითოეულზე გადაანაწილეთ პასტა, მოასხით 2-2 ს.კ. ნახარში და მჭიდროდ მოუკარით თავი, თუმცა, ვიწრო საჰაერო ხვრელი დაუტოვეთ.
  6. გამოაცხვეთ 12-15 წთ, ვიდრე ორთქლს გამოუშვებდეს.
  7. თითო თეფშზე თითო პაკეტი მოათავსეთ.

დაე, სტუმრებმა თვითონ გახსნან.