ზოლიანი ნამცხვარი ნიგვზით – საკმარისია, ერთხელ დააგემოვნოთ და თქვენი საყვარელი დესერტი გახდება

2108

თუ ნაღების ცომთან გიმუშავიათ, იცით, როგორი სასიამოვნოა მისი მოზმადება: იოლად იზილება, ბრტყელდება, შედეგად კი ერთდროულად ნაზი, ფხვიერი და ნოტიო გამოდის, რაღაცით ბრაუნის მსგავსი. მოკლედ, იდეალურია ნამცხვრის მოსამზადებლად.

ნაღების ნამცხვარი ხშირად ზებრის ან ორფენოვანი შესრულებით გვხვდება, კაკაოს დამატებით. ეს იმიტომ რომ ცომის ორივე სახეობა ერთმანეთს შესანიშნავად ეხამება. სცადეთ და თავად დარწმუნდით.

ინგრედიენტები

  • 300 გრ ფქვილი
  • 180 გრ კარაქი
  • 120 გრ შაქარი
  • 25 გრ კაკაო
  • 2 ჭიქა არაჟანი
  • 3 კვერცხის გული
  • ნიგოზი გემოვნებით

მომზადება

  1. დაარბილეთ კარაქი, დაჭერით წვრილად ნიგოზი.
  2. გაცრილ ფქვილს დაუმატეთ კარაქი და კარგად დასრისეთ. დაუმატეთ კვერცხის გულები, შაქარი და მოზილეთ ცომი.
  3. ნახევარ ცომს (ან ცოტა ნაკლებს) შემოახვიეთ პოლიეთილენი, მეორეს კი დაუმატეთ არაჟანი, კაკაო, კარგად მოურიეთ და ისიც შეახვიეთ. შედგით ორივე ცომი მაცივარში 1 საათით.
  4. გაყავით ყოველი სახეობის ცომი 4 ნაწილად და გააბრტყელეთ მრგვალად. დაალაგეთ ერთმანეთზე ფერების მიხედვით, ყოველ ფენა მოაყარეთ ნიგოზი.
  5. მიღებული მასა შედგით საყინულეში 30 წუთით. შედმეგ გაყავით 8 ნაწილად და მოათავსეთ საცხობ ფორმაზე.
  6. წაუსვით ყოველ ნაჭერს მდნარი კარაქი, მოაყარეთ ნიგოზი, შედგით 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით.

შესანიშნავი ნამცხვარი მზადაა! შეგიძლიათ ნიგოზი ჩაანაცვლოთ ნუშით. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!