ზარმაცი პელმენები, რომლებიც აუცილებლად გამოგივათ თუ გაითვალისწინებთ ჩვენს რჩევებს!

119

მე პელმენების ნამდვილი ფანი ვარ. მაგრამ სამწუხაროდ რთულ რეცეპტებს გავურბივარ. ყველაფრის მარტივად გაკეთბა მიყვარს. ამიტომაც დღეს მინდა გასწავლოთ ჩემი საყვარელი კერძის უმარტივესი რეცეპტი. სამსახურიდან დაღლილიც კი არ მეზარება მისი მომზადება იმდენად მარტივია.

ინგრედიენტები

  • 600გ ფარში
  • 1 ხახვი
  • 5 სტაფილო
  • 300გ არაჟანი
  • 250მლ წყალი
  • 1 კვერცხი
  • 500გ ფქვილი
  • 100გ ზეთი
  • მარილი
  • წიწაკა
  • ნიორი
  • მწვანილი

მომზადება

1.დავიწყოთ ცომით. ღრმა ჯამში მოათავსეთ კვერცხი დაოდნავ ათქვიფეთ. დაუმატეთ ცოტა მარილი და მოაყარეთ ფქვილი. ჯერ მოზილეთ კოვზით, ხოლო შემდეგ ხელით. ცომი დაასვენეთ და დაიწყეთ შიგთავსის მზადება.

2.პირველ რიგში წვრილად დაჭერით ხახვი. ფარშს დაუმატეთ ხახვი, მარილი და წიწაკა. კარგად მოურიეთ ხელით.

3.ახლა კი სოუსის დროა. დაჭერით ან გახეხეთ სტაფილო. გააცხელეთ ტაფა,მოასხით ზეთი და დაუმატეთ 100გ კარაქი.ზეთი ცოტა გამოიყენეთ, რადგან სტაფილო მას ადვილად იწოვს. დააფარეთ თავსაფარი და მოთუშეთ სტაფილო.

4.მზა სტაფილოს მოაყარეთ მწვანილი. ნიორი გამოიყენეთ გემოვნებით. მოაყარეთ მარილი და მოასხით არაჟანი. დაბალ ცეცხლზე დატოვეთ სოუსი.

5.დავუბრუნდეთ ცომს. მოაყარეთ ფქვილი და გააბრტყელეთ თხლად. გაყავით 2 ნაწილად და წაუსვით ფარში. ერთი კიდე დატოვეთ ცარიელი. ამ კუთხის მიმართულებით გადაახვიეთ ცომი რულეტისებურად.

6.ფრთხილად დაჭერით რულეტი, პელმენები მოათავსეთ ტაფაზე, დაუმატეთ ცოტა წყალი და მაღალ ცეცხლზე დატოვეთ. მზა კერძს მოაყარეთ მწვანილი.

გემრიელად მიირთვით!