ზარმაცი ნამცხვარი ვაშლით და ბანანით

675

მარტივი დესერტების რეცეპტები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. მართლაც მოსახერხებელია გემრიელი დესერტის – 10 წუთში მომზადება. ერთი ასეთი რეცეპტი მეც მაქვს შემონახული და დღეს მინდა შემოგთავაზოთ.

მის მოსამზადებლად არ დაგჭირდებათ ღუმელი. მოდით დავიწყოთ!

ინგრედიენტები

  • ბანანი 1 ცალი
  • ვაშლი 1 ცალი
  • შაქარი 85გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • მზესუმზირის ზეთი 60მლ
  • რძე 100მლ
  • ხორბლის ფქვილი 150გ
  • გამაფხვიერებელი 12გ
  • თეთრი ღვინის ძმარი 1 სუფრის კოვზი
  • კარაქი 10-20გ
  • მარილი
  • ვანილი 10გ

მომზადება

1.დაჭერით ვაშლი და ბანანი. ღრმა ტაფა დაამუშავეთ კარაქით, მოყარეთ 1 სუფრის კოვზი შაქარი და გადაანაწილეთ ხილი.

2.ცომისთვის 60გ შაქარს დაუმატეთ კვერცხი, ზეთი, ვანილი, მარილი და ათქვიფეთ.

3.ჩაასხით რძე და მოურიეთ. ნელ-ნელა მოაყარეთ ფქვილი. ბოლოს დაუმატეთ ძმარი და გამაფხვიერებელი. მოზილეთ თხევადი ცომი.

4.ხილს მოასხით ცომი და მოათავსეთ ტაფა ცეცხლზე 20 წუთი.

5.თეფშის დახმარებით გადმოაბრუნეთ დესერტი. მოამზადეთ კიდევ 5 წუთი.

გემრიელად მიირთვით!