ზარმაცი, მაგრამ გემრიელი ბელიაში : სულ რაღაც 30 წუთში

1051

ბელიაში, რომელიც მზადდება სულ რაღაც 30 წუთში ძალიან გემრიელი გამოდის.

მისი მომზადება უმარტივესია, თავად დარწმუნდით ამაში!

ინგრედიენტები

ცომისთვის

  • ხორბლის ფქვილი 350გ
  • კეფირი 0,5 ჭიქა
  • შაქარი 1 ჩაის კოვზი
  • არაჟანი 0,5 ჭიქა
  • მცენარეული ზეთი 1 სუფრის კოვზი
  • კვერცხი 1 ცალი
  • სოდა 0,5 ჩაის კოვზი
  • მარილი 0,5 ჩაის კოვზი

შიგთავსისთვის

  • ნებისმიერი ფარში 400გ
  • ხახვი 1 ცალი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

  1. ღრმა ჯამში ჩატეხეთ კვერცხი.
  2. დაუმატეთ არაჟანი და კეფირი.
  3. მოაყარეთ მარილი და შაქარი.
  4. მოასხით მცენარეული ზეთი.
  5. მოურიეთ და აქციეთ ერთგვაროვან მასად.
  6. დაუმატეთ გაცრილი ფქვილი ნელ-ნელა.
  7. დაუმატეთ სოდა და მოზილეთ ცომი.
  8. ცომი უნდა იყოს რბილი და ოდნავ წებოვანი.
  9. კარგად დაამუსავეთ ცომი.
  10. ცომს დააფარეთ პაკეტი და დაელოდეთ 15 წუთი.
  11. სანამ ცომი ფუვდება მოვამზადოთ შიგთავსი.
  12. ფარში მოათავსეთ ჯამში, მოაყარეთ მარილი და წიწაკა.
  13. ხახვი გახეხეთ მსხვილად და დაუმატეთ ფარშს.
  14. მოურიეთ ერთგვაროვნებამდე.
  15. თუ ფარში გამოვა მშრალი დაუმატეთ ცოტა წყალი.
  16. ამოფუებული ცომი გაყავით 3 ნაწილად.
  17. თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ 5მმ ბლინად.
  18. ფარში გადაანაწილეთ ცომზე და დაახვიეთ რულეტისებურად.
  19. კარგად დააფიქსირეთ ცომის კუტხეები.
  20. რულეტი გაჭერით 5 ნაწილად.
  21. მოჭრილი ნაწილებიც მწიდროდ დააფიქსირეთ და დაამრგვალეთ.
  22. მოაყარეთ ფქვილი და მოამზადეთ ფარშიანი ბურთულები.
  23. გააცხელეთ ზეთიანი ტაფა.
  24. შეწვით ორივე მხრიდან.
  25. მზა ბელიაში გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა მოსცილდეს ზედმეტი ცხიმი.

გემრიელად მიირთვით!