ზარმაცების პიცა უხვი შიგთავსით: ულუფებად ცხვება – წამიერად ქრება

1323

მეგობრების ხმაურიანი შეკრება ხშირად პიცის თანხლებით ხდება. თუმცა, იტალიური კერძის შეკვეთის იდეა მაშინ ჩნდება, როცა ყველა კარგად მოშიებულია და შეკვეთის ლოდინის თავი არავის აქვს. ამ დროის განმავლობაში თავადაც შეგიძლიათ გამოაცხოთ პიცა და ამას სულ რაღაც 12-15 წუთი დასჭირდება.

დღეს ჩვენ მოგითხრობთ, როგორ გაატაროთ დრო სასიამოვნოდ, გასწიოთ ეკონომია და შედეგად მიიღოთ უგემრიელესი პიცა უხვი შიგთავსით. შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი საყვარელი ინგრედიენტები, ან უბრალოდ ის, რასაც მაცივარში აღმოაჩენთ, ნებისმიერ შემთხვევაში გემრიელი გამოვა.

ინგრედიენტები

  • 300 მლ წყალი
  • 600 გრ ფქვილი
  • 3 ს.კ. ზეთი
  • 1 მწ მარილი
  • 12 გრ საფუარი
  • 2 ს.კ. მაიონეზი
  • 2 ს.კ. კეტჩუპი
  • 1 ჩ.კ. მდოგვი
  • 1 მწ შაქარი
  • 200 გრ მაგარი ყველი
  • 1 ჩ.კ. იტალიური სუნელები
  • 100 გრ ლორი
  • 50 გრ მჟავე კიტრი
  • 100 გრ ბეკონი
  • 100 გრ სიმინდი
  • 1 ც ბულგარული წიწაკა

მომზადება

  1. ღრმა თასში შეურიეთ ფქვილი, საფუარი, მარილი და შაქარი. ნელნელა დაუმატეთ წყალი და მოზილეთ ცომი.
  2. დაუმატეთ ზეთი და კვლავ კარგად მოზილეთ. დააფარეთ და დადგით ცომი თბილ ადგილას.
  3. დაჭერით წვრილად მჟავე კიტრი, ბულგარული წიწაკა, ბეკონი, ლორი. გახეხეთ ყველი.
  4. მოაზადეთ სოუსი: შეურიეთ კეტჩუპი, მაიონეზი, მდოგვი, სუნელები.
  5. დაჭრილ ინგრედიენტებს დაუმატეთ სიმინდი და მოურიეთ.
  6. ფქვილმოყრილ ზედაპირზე გააბრტყელეთ ცომი, წაუსვით სოუსი, მოაყარეთ შიგთავსი.
  7. ფრთხილად დაახვიეთ რულეტად, დაჭერით ულუფებად, მოათავსეთ პერგამენტ დაფენილ საცხობ ფორმაზე, მოაყარეთ ყველი. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 12-15 წუთით.

თუ გსურთ, შეგიძლიათ ყველი შიგთავსშივე დაამატოთ. მიირთვით პიცა საყვარელ სასმელთან. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!