ზამთრის კერძი, რომელიც წონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

1154

ყველა ჩვენგანს სურს, რომ სხეულის ლამაზი ფორმები და ამავდროულად ჯანმრთელობა შეინარჩუნოს. ჩვეულებრივ, ზამთარში კარგ ფიზიკურ მდგომარეობას ვკარგავთ, რადგან სავარჯიშოდ ნაკლებად დავდივართ, ან იმიტომ, რომ მაცივარი ცხიმებით მდიდარი პროდუქტებით სავსეა.

რეალობა ისეთია, რომ ფორმის შენარჩუნება შეგვიძლია და ამაში დიეტა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. დღეს ზამთრის 4 პროდუქტს გაგაცნობთ, რომლებიც გახდომაში დაგეხმარებათ.

ზამთრის პროდუქტები, რომლებიც წონის დაკლებაში დაგეხმარებათ

1. კაკალი

ჩვეულებრივ ვფიქრობთ, რომ კაკალი კალორიული პროდუქტია და წონის მომატებას იწვევს. ეს მოსაზრება მცდარია, რადგან კაკალი ენერგიას გვანიჭებს, რაც სხეულის ტემპერატურის შესანარჩუნებლად აუცილებელია.

კაკალი ძალიან სასარგებლო ცხიმოვან მჟავას შეიცავს, რომელიც ქოლესტერინთან ბრძოლაში გვეხმარება. ასევე ანტიოქსიდანტებს და ფიტოსტეროლებს შეიცავს. ეს მკვებავი ნივთიერებები ჭარბ წონასთან დაკავშირებულ დაავადებებს აფერხებენ. მაგალითად, გულის იშემიური დაავადება ან ქოლესტერინის მაღალი დონე.

მეორე მხრივ, ვიტამინების და მინერალების დიდ საწყობს წარმოადგენს, რაც ვიტამინების დიდ მარაგს გვაწვდის.

მიუხედავად ამისა, კაკლის ჭარბად მოხმარება არ შეიძლება. დღეში 1 მუჭა (50 გრ) კაკალი საკმარისია. განსაკუთრებით სასურველია, რომ ფიზიკური ვარჯიშის წინ მოიხმაროთ.

2 .შვრია

თუ ცხელი საუზმის მიღება გსურთ, რომელიც სურდოს გაუმკლავდება და წონაში დაკლებას ხელს შეუწყობს, მაშინ შვრიის ფაფა იდეალური ვარიანტი იქნება.

არსებობს კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ საუზმეზე შვრიის ფქვილის მიღება შემდეგი საკვების მიღების დროს ნაკლებ ჭამას გვაიძულებს.

ეს სხეულის ფორმებზე დადებით გავლენას ახდენს, რადგან ჩვენ ჭარბ კალორიებს არ ვიღებთ და გარკვეული პერიოდის განმავლობაში წონაში ვიკლებთ. ამასთან შვრიის ფაფა თუთიით, ფოსფორით, უჯრედისით და B1 ვიტამინით მდიდარია.

ეს მიკრობიოტაში ბაქტერიების განვითარებას ხელს უწყობს, რაც ძალზე სასარგებლოა. პრობიოტიკური ბოჭკოების წყალობით შეუძლია გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ ორგანიზმში ცხიმის დაგროვება როგორ ხდება.

3. მწვანე ჩაი

ზამთრის სუსხიანი დილა ცხელი და გემრიელი სასმელით დაიწყეთ. მწვანე ჩაი ბევრ უპირატესობას შეიცავს. თავისი თვისებების წყალობით შეიძლება ისე იმოქმედოს, როგორც შარდმდენი საშუალება, ამიტომ რაციონში ყოველთვის ჩართეთ.

ყოველდღე 1 ჭიქა მწვანე ჩაის მოხმარება მადას აქვეითებს.

მწვანე ჩაი ანტიოქსიდანტებით, განსაკუთრებით კატეხინებით მდიდარია. თავის მხრივ, კოფეინის შემცველობით ძლიერი მასტიმულირებელი საშუალებაა.

ეს ორი ნაერთი ერთად მოქმედებს და ნივთიერებათა ცვლის ფუნქციებს ააქტიურებენ. ამრიგად, ლიპოლიზის მექანიზმს (ცხიმების შეგროვება, რომელიც საკუთარი თავის და სხვა ცხიმების წვაზეა პასუხისმგებელი) მხარს უჭერენ.

მწვანე ჩაი წონის დაკლებაში დაგეხმარებათ, მაგრამ ეს საკმარისი არაა, რომ კლინიკურად განიხილოთ. მას ბევრი სხვა დადებითი ფუნქციაც გააჩნია, მაგალითად ვარჯიშის დროს ტკივილის შემცირებას ხელს უწყობს.

4. ბროწეული

ნამდვილი ზამთრის მარგალიტი. ეს წითელი ხილი ზამთრის სეზონის მნიშვნელოვანი პროდუქტია. სამწუხაროდ, რთულად იპოვით ადამიანს, რომელიც მის მიღებაზე ფიქრობს.

ბროწეული რამდენიმე თვისებას ფლობს. აღსანიშნავია, რომ შეიძლება იმოქმედოს როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება. ის ანტიოქსიდანტებით და მინერალებით (ფოსფორი, რკინა, კალიუმი და მაგნიუმი) მდიდარია, რაც ზამთარში სურდოს დროს აუცილებელია.

კიდევ ერთი დადებითი მომენტი – ბროწეული 85% წყლისგან შედგება. ვერ უგულებელყოფთ, რომ წყლის დიდი შემცველობის მქონე პროდუქტები უფრო მეტად გვანაყრებენ. ის ნაკლებ კალორიას შეიცავს, ვიდრე სხვა პროდუქტი. 100 გრ ბროწეული მხოლოდ 68 კალორიას შეიცავს.

შეგიძლიათ სალათებს და შვრიას აურიეთ, რომ კერძს უფრო ბუნებრივი ელფერი მიანიჭოთ.