ჩემს დაბადების დღეზე დასასვენებლად წავედი ავსტრიაში. სწორედ ვენეციიდან ჩამოვიტანე ეს საოცარი რეცეპტი, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ.
სახლში ჩამოსვლის შემდეგ, თითქმის ყოველდღე ვაცხობ ამ ფუნთუშებს. მისი მომზადება მარტივია.
ნიგვზის ფუნთუშები
დღეს ჩვენი რედაქცია დიდი სიამოვნებით გაგიზიარებთ ამ რეცეპტს. ახლავე მოამზადეთ ჩვენთან ერთად!
ინგრედიენტები
- 3,5 ჭიქა ფქვილი
- 200მლ რძე
- 3 გული
- 100გ შაქარი
- 70გ კარაქი
- 2 სუფრის კოვზი არაჟანი
- 1 სუფრის კოვზი კონიაკი
- 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
- 7გ საფუარი
- 0,5 ჩაის კოვზი ვანილის ესენცია
- 0,5 ჩაის კოვზი მარილი
დამატებითი ინგრედიენტები
- 1 კვერცხი
- 50-70გ გამღვალი კარაქი
- 150გ დაფხვნილი ნიგოზი
- 100გ შაქრის ფხვნილი
მომზადება
1.ღრმა ჯამში ჩაასხით თბილი რძე და მასში გახსენით საფუარი. დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ფქვილი და 1 სუფრის კოვზი შაქარი. კარგად მოურიეთ და მოათავსეთ 30 წუთი თბილ ადგილას.
2.ამოსულ მასას დაუმატეთ კონიაკი, ვანილის ესენცია და კვერცხის გული. მოურიეთ ჩანგლით.
3.გაალღევეთ კარაქი და დაუმატეთ მასას. ასევე დაუმატეთ არაჟანი, მცენარეული ზეთი, მარილი და დარჩენილი შაქარი. კარგად მოურიეთ.
4.დაუმატეთ დარჩენილი ფქვილი. მოზილეთ ცომი, გადააფარეთ ნაჭერი და მოათავსეთ თბილ ადგილას.
პირველი ამოსვლის შემდეგ ჩაზილეთ და დაელოდეთ ისევ 30 წუთი. ცომი მოათავსეთ მაცივარში 30 წუთი.
5.ცომი გადმოიტანეთ მაცივრიდან და გააბრტყელეთ. წაუსვით მდნარი კარაქი, ზემოდან მოაყარეთ დაფხვნილი ნიგოზი.
6.მაბრტყელებელის მეშვეობით დააფიქსირეთ ნიგოზი. დაახვიეთ რულეტისებურად ისე, რომ ნიგოზი მოხვდეს შიგნით. რულეტის კუთხეს წაუსვით წყალი და დააფისირეთ, მოათვსეთ გადაბმით დაბლა. ტრაპეციის ფორმაზე.
7.ცომი ამოფინეთ პერგამენტით, მოათავსეთ ფუნთუშები. გააჩერეთ 15 წუთი. ცენტრში ჩაზნიქეთ დანის არაბასრი თავით. წაუსვით ათქვეფილი კვერცხი. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე.
8.სულ ეს იყო. გემრიელად მიირთვით!
ფუნთუშები გამოდის ძალიან ნაზი და გემრიელი. ცომი კი საოცრად ფაფუკია. ეს ნამდვილად იდეალური დესერტია, რაც კი გამისინჯავს.
აუცილებლად მოამზადეთ ჩვენთან ერთად.