ვაშლი ფენოვან ცომში

846

გამომცხვარი ვაშლი – ეს მარტივი, მაგრამ ძალიან გემრიელი დესერტია. წვნიანი ვაშლი მაღალ ტემპერატურაზე საოცრად ტკბილ პიურედ იქცევა.

ნიგვზით ფარშირებული ვაშლი ჰაეროვან ცომში, უბრალოდ საოცრებაა. ნიგოზს შეგიძლიათ დაუმატოთ რომი ან სხვა არომატული ალკოჰოლი. ასევე შეგიძლიათ გამიყენოთ ხილის ან ჯემის შიგთავსი.

ინგრედიენტები

  • ვაშლი 9 ცალი
  • ფენოვანი უსაფუარო ცომი 250გ
  • ნიგოზი 60-80გ
  • შაქრის ფხვნილი 2 სუფრის კოვზი
  • ლიმონის ქერქი 1 ჩაის კოვზი
  • ვანილი 20გ
  • შაქარი 30გ
  • დარიჩინი 2 სუფრის კოვზი
  • კვერცხი 1 ცალი
  • წყალი 50მლ

მომზადება

1.გაალღვეთ ცომი. ამასობაში აირჩიეთ ვაშლი. გაასუფთავეთ და ამოჭერით გული.

2.დააქუცმაცეთ ნიგოზი. ქვაბში ჩაასხით წყალი, დაუმატეთ შაქრის ფხვნილი და ლიმონის ქერქი. მოათავსეთ დაბალ ცეცხლზე და მოამზადეთ პასტა, განუწყვეტლივ ურიეთ. ცალკე დაუმატეთ ვანილი, შაქარი და დარიჩინი.

3.გააბრტყელეთ ცომი, გადმოაბრუნეთ რამდენჯერმე, რათა არ მიიკრას. ცომი უნდა გახდეს საკმაოდ თხელი. გაჭერით 9 ოთხკუთხედ ნაწილად. მოათავსეთ თითოეული შაქრით დაფარული ვაშლი და ამოავსეთ შიგთავსით.

4.შეახვიეთ ცომში ვაშლი.

5.გამოაცხეთ 170 გრადუსზე 30 წუთი.

გემრიელად მიირთვით!