ვაშლის ღვეზელის რეცეპტი

1470

დღეს ჩვენ მოგითხრობთ, როგორ მოამზადოთ ტკბილი ღვეზელი ვაშლით, რომელიც თქვენს სადღესასწაულო სუფრაზე განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს და მაღაზიაში ნაყიდ ტორტსაც კი  დაჩრდილავს.

ვაშლის ღვეზელი

ამ უგემრიელეს დესერტში შიგთავსი უფრო მეტია, ვიდრე ცომი. იგი არა მხოლოდ გემრიელი, ლამაზიცაა, ამიტომ, მისი მომზადება დღესასწაულებზეც თამამად შეგიძლიათ.

ინგრედიენტები

  • 3 ც ვაშლი
  • 2 ს.კ. ქიშმიში
  • 6 ს.კ. შაქარი
  • 5 ს.კ. კონიაკი

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 180 გრ ფქვილი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 90 გრ კარაქი
  • 2 გრ ვანილი
  • 60 გრ შაქარი

ინგრედიენტები ღვეზელის შესავსებად

  • 2 ც კვერცხი
  • 40 გრ შაქარი
  • 30 გრ კარაქი
  • 2 ს.კ. კონიაკი

მომზადების წესი 

1. გარეცხეთ ვაშლი, გათალეთ და გამოაცალეთ კურკები. შემდეგ დაჭერით თხელ ფირფიტებად. უმჯობესია გამოიყენოთ მჟავე ვაშლი.

2. მდუღარე წყლით გარეცხეთ ქიშმიში და დაუმატეთ ვაშლს, ორივე ინგრედიენტს დაასხით კონიაკი, დაუმატეთ შაქარი და აურიეთ ყველაფერი ერთანეთში.

3. თავდახურულ კონტეინერში ჩაალბეთ ვაშლი კონიაკში 6 საათის განმავლობაში. როდესაც ღვეზელი გამოცხვება, ალკოჰოლის სუნს საერთოდ ვერ იგრძნობთ, სამაგიეროდ ვაშლის არომატი უფრო გამძაფრდება.

4. შეურიეთ ერთმანეთს გაცრილი ფქვილი, შაქარი და გამდნარი კარაქი. კარგად აურიეთ, რომ მიიღოთ პატარ-პატარა ბურთულები, შეგიძლიათ კომბაინი გამოიყენოთ.

5. საცხობ ფორმაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი და მასზე ფქვილისა და კარაქის მშრალი მასა გააბრტყელეთ.

6. ზემოდან დაალაგეთ კონიაკით გაჯერებული ვაშლი და 4 ს.კ. კონიაკის სიროფი მოასხით ზედაპირზე.

7. ღვეზელი გამოაცხვეთ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ნახევარი საათის განმავლობაში. 8. მოამზადეთ ღვეზელის შესავსები: ათქვიფეთ კვერცხი შაქართან და კარაქთან ერთად.

9. გამოდგით ღვეზელი ღუმელიდან, წაუსვით შესავსები და კვლავ გამოაცხვეთ 15 წუთით.

10. როდესაც ღვეზელი გამოცხვება, ზემოდან დარჩენილი ვაშლის სიროფი მოასხით.

უგემრიელესი და ძალიან ლამაზი ვაშლის ღვეზელი მზადაა! გემრიელად მიირთვით!