ვაშლის ნამცხვარი კარამელით

2513

ეს ვაშლის საუკეთესო ცხობილაა, რომელიც ოდესმე მომიმზადებია. ფხვიერი ფირფიტები პირში ლღვება!

ვააშლის ნამცხვრის უამრავი მომზადების მეთოდი არსებობს, მაგრამ ეს უდაოდ საუკეთესოა!

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 300გ
  • კარაქი 210გ
  • წყალი 3 სუფრის კოვზი
  • ლიმონის წვენი 1,5 სუფრის კოვზი
  • კვერცხის გული 2 ცალი
  • გამაფხვიერებელი 0,5 ჩაის კოვზი
  • შაქარი 300-330გ
  • ვაშლი 6-7 ცალი
  • ნაღები 200მლ
  • დარიჩინი 1 ჩაის კოვზი
  • მარილი 0,5-1 ჩაის კოვზი

მომზადება

1.განაცალკევეთ ცილა და გული. ცივ წყალში გახსენით ლიმონის წვენი.

2.150გ დარბილებული კარაქი ხელით კარგად გადაურიეთ გაცრილ ფქვილს. მოაყარეთ გამაფხვიერებელი, 3 სუფრის კოვზი შქარი და 1/3 ჩაის კოვზი მარილი. მოურიეთ.

3.დაუმატეთ კვერცხის გული და ლიმონიანი წყალი, მოზილეთ ცომი, შეფუთეთ პაკეტში და შეინახეთ საყინულეში 30 წუთი.

4.გათალეთ ვაშლი და გაასუფთავეთ, დაჭერით. გააცხელეთ ტაფა 30გ კარაქთან ერთად, დაუმატეთ 2-3 სუფრის კოვზი შაქარი და დარიჩინი.

5.მოათავსეთ ვაშლი და მოურიეთ. მოთუშეთ 3-4 წუთი ახადეთ თავსაფარი და მოამზადეთ სითხის აორთქლებამდე. გააგრილეთ.

6.ცომი მოათავსეთ ფორმაში.

7.მოათავსეთ შიგთავსი და ზემოდან დააფარეთ მეორე ფირფიტა. გამოაცხეთ 180 გრდუსზე 45 წუთი.

8.ნამცხვრის მზადებისდასრულებამდე 10 წუთით ადრე მოამზადეთ კარამელი. ქვაბშ ჩაყარეთ 200გ შაქარი და გაალღვეთ.

9.გააცხელეთ ნაღები (20-30%), მაგრამ არ აადუღოთ. გადმოიტანეთ ცეცხლიდან და ჩაასხით გამღვალ შაქარში. დაუმატეთ 30გ კარაქი და მარილი სურვილისამებრ. კარგად მოურიეთ.

10.მზა ნამცხვარს მოასხით კარამელი.

გემრიელად მიირთვით!