ვაშლის ნამცხვარი ვანილიანი მოხარშული კრემით – იდეალური საოჯახო დესერტი

1120

ეს გემრიელი ნამცხვარი მშვენიერი საოჯახო დესერტია. ძალიან უხდება ვანილის ნაყინს. მოამზადეთ ის და ასიამოვნეთ ოჯახის წევრები უგემრიელესი დესერტით.

ინგრედიენტები: 

მოხარშული კრემი 

  • 3 კვერცხის გული
  • 70 გ შაქარი
  • 2 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
  • 30 გ ფქვილი
  • 375 მლ რძე

ბისკვიტი 

  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 1 ჭიქა მარილიანი კარაქი (დარბილებული) + 1 ს/კ დამდნარი
  • 150 გ შაქარი
  • 3 კვერცხი
  • 1/4 ჭიქა (60 მლ) რძე
  • 2 საშუალო ვაშლი (გათლილი, გულამოჭრილი და დაჭრილი)
  • შაქრის პუდრი მოსაყრელად
  • ახალი პიტნის ფოთლები (მოსართავად)

მომზადების წესი:

  1. მოხარსული კრემი. კვერცხის გული, შაქარი და ვანილი ათქვიფეთ გათეთრებამდე და გასქელებამდე. შეურიეთ ფქვილი.
  2. რძე პატარა ქვაბში ჩაასხით და დაბალ ცეცხლზე წამოადუღეთ აქაფებამდე. რძე კვერცხის ნარევს დაასხით, თქვიფეთ, სანამ კარგად არ შეერევა ერთმანეთს. დააბრუნეთ ქვაბში და საშუალო ცეცხლზე წამოადუღეთ, გამუდმებით ურიეთ წამოდუღებამდე. კიდევ ერთ წუთს თქვიფეთ, შემდეგ ჯამში გადაიტანეთ და გააგრილეთ.
  3. გადააფარეთ პერგამენტის ქაღალდი და ბოლომდე გააცივეთ.
  4. ბისკვიტი. ღუმელი წინასწარ გააცხელეთ 170 გრადუსზე. 20 სმ დიამეტრის ტორტის საცხობ ფორმაში პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ და ცხიმი მოუსვით.
  5. ფქვილი და გამაფხვიერებელი ჯამში გაცერით.
  6. 1 ჭიქა (250 გ) კარაქი და შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე, ვიდრე კრემისებურ მასას არ მიიღებთ. სათითაოდ ჩაამატეთ კვერცხი, კარგად ათქვიფეთ ყოველი ჩამატების შემდეგ მონაცვლეობით შეურიეთ ფქვილისა და რძის ნარევი.
  7. წინასწარ გაცხელებულ ფორმაში კოვზით გადაიტანეთ ცომის ნახევარი და მოხარშული კრემი მოასხით.
  8. ვაშლის ნაჭრები წრიულად დაალაგეთ ნამცხვრის ზედაპირზე.
  9. აცხვეთ 60-70 წუთი, სანამ ბისკვიტი კარგად არ გამოშრება.
  10. ნამცხვარს შაქრის პუდრი მოაყარეთ და სურვილისამებრ პიტნის ფოთლებით მორთეთ. მიირთვით თბილი.

ულუფა: 8-10

მომზადება: 30 წუთი + 30 წუთი გასაცივებლად

ცხობა: 60-75 წუთი