ვაშლის ამობრუნებული ტარტი “ტატენი” – მარტივი და უჩვეულო ფრანგული დესერტი

1949

ტარტი ტატენი ვაშლის ამობრუნებული ტარტია, რომელიც 1880 წელს საფრანგეთში, სასტუმრო “ტატენში” გამოიგონეს. ლეგენდის თანახმად სტეფანი ტატენი ვაშლის ტარტს ამზადებდა, მაგრამ დაკარამელებული ვაშლი ისე მოათავსა საცხობ ფორმაში, რომ ძირში ცომიდ დადება დაავიწყდა, გადაწყვიტა, შეცდომა გამოესწორებინა და ვაშლებს ცომი ზემოდან გადააფარა. ასე დაიბადა ტარტი “ტატენი”.  გასტრონიმია სწორედ ამ უჩვეულო ტარტის რეცეპტს გთავაზობთ.

ინგრედიენტები:

  • 500 გ ფენოვანი ცომი
  • 4 მჟავე ვაშლი
  • 1 ლიმონის ახალგამოწურული წვენი
  • 1/2 ჭიქა (100 გ) შაქარი
  • 2 ს/კ წყალი
  • 2 ს/კ კარაქი (კუბებად დაჭრილი)
  • მწიკვი დაფქული დარიჩინი
  • ამოყვანილი ნაღები

ულუფა: 8-10

მომზადება: 30 წუთი

ცხობა: 40-50 წუთი

მომზადების წესი: 

  1. ღუმელი 200 გრადუსზე გაახურეთ.
  2. ცომი ფქვილმოყრილ მაგიდაზე გააბრტყელეთ, დაახლოებით 5 მმ სისქეზე. ცომი 25 სმ დიამეტრის უნდა იყოს. ცომი დადეთ ცხაურზე, ჩანგლით დაჩხვლიტეთ და მაცივარში მოათავსეთ.
  3. ვაშლი გათალეთ და შუაზე გაჭერით (თუ ვაშლები ძალიან დიდია, შეგიძლიათ, ოთხადაც გაჭრათ). გული ამოაჭერით, ხოლო მეორე მხარე ისე გადაჭერით, რომ ბრტყელი ზედაპირი ჰქონდეს. გადაიტანეთ ჯამში და ლიმონის წვენი მოასხით. შეარხიეთ, რომ წვენი გადანაწილდეს და გემო კარგად გაუჯდეს.
  4. სქელძირიან ტაფაზე შაქარი დაყარეთ. წყალი დაასხით და საშუალო ცეცხლზე დადგით, დაკარამელდება. ურიეთ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გადნება. 5-10 წუთი დაგჭირდებათ კარამელის მიღებამდე.
  5. მერე კარაქი დაამატეთ და კვლავ ურიეთ, რათა კარაქი კარგად შეერიოს. მოაფრქვიეთ დარიჩინი.
  6. ვაშლები ბრტყელი ზედაპირით ზემოთ კარამელში მჭიდროდ ჩააალაგეთ და დაახლოებით 10 წუთი ადუღეთ, სანამ კარამელი კიდევ უფრო არ გამუქდება.
  7. მაცივარში შენახული ცომი ვაშლებს გადააფარეთ და ეცადეთ, კოვზით მჭიდროდ შემოახვიოთ. გაფრთხილდით, ხელი არ დაიწვათ ცხელი კარამელით.
  8. გამოსაცხობად შედგით ღუმელში 25-30 წუთით. ცომი უნდა აფუვდეს და მუქი ოქროსფერი გახდეს, ხოლო ვაშლები – დარბილდეს. ღუმელიდან გამოღების შემდეგ 5 წუთით ტაფაშივე დატოვეთ.
  9. შემდეგ ტაფა ამოაპირქვავეთ.
  10. დაჭერით და გემრიელად მიირთვით ამოყვანილ ნაღებთან ერთად.