დღეს Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ძალიან გემრიელი ნამცხვრის რეცეპტს. მის მოსამზადებლად შეგიძლიათ ნებისმიერი კრემი თქვენი გემოვნებით შეარჩიოთ. ცომი ნებისმიერ შიგთავსს იდეალურად უხდება.
ინგრედიენტები:
- 200 გრ ცხიმიანი არაჟანი
- 300 გრ კარაქი
- 600 გრ ფქვილი
- ვანილი გემოვნებით
- 0,5 ჩ/კ გამაფხვიერებელი
- 1 კვერცხის გული
კრემი თქვენი გემოვნებით შეარჩიეთ, მაგალითად, მოხარშული ან ხაჭოს კრემი.
მომზადების წესი:
- ფქვილი გაცერით და მასში ცივი კარაქი გახეხეთ. ხელებით დაფშვნილ მასად აქციეთ.
- გამაფხვიერებელი და ვანილი გემოვნებით დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
- კვერცხი და არაჟანი დაუმატეთ და ცომი მოზილეთ.
- ცომი პარკში ჩადეთ და 1 საათით მაცივარში შეინახეთ.
- ქაღალდის მილები (2-3 სმ დიამეტრი, 6-7 სმ სიგრძე) ფოლგაში გაახვიეთ.
- ცომი გამოიღეთ, ფირფიტებად გააბრტყელეთ და იმავე დიამეტრის რგოლები გამოჭერით, რომ ფოლგას თავისუფლად შემოახვიოთ და შეკრათ.
- საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ ცომის მილები დააწყვეთ.
- 180 გრადუსზე ოქროსფერ შეფერილობამდე აცხვეთ.
- ცომის მილები ფოლგიდან გამოიღეთ, გააგრილეთ და ნებისმიერი კრემით გაავსეთ.
- გემოვნებით შაქრის ფხვნილი მოაყარეთ. ასევე შეგიძლიათ ცომის რგოლები გადაბრუნებულ კექსის ფორმებს ჩამოაცვათ. ასეთი კალათა შეგიძლიათ შემდეგ კრემით გაავსოთ.
- გემრიელად მიირთვით!