ვამზადებთ გემრიელ და ლამაზ ხორციან ღვეზელს „ქრიზანთემა“

581

Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ხორციან ღვეზელს „ქრიზანთემა“. მხოლოდ მისი შემხედვარე ნერწყვი მოგადგებათ!

ინგრედიენტები:

  • 500 გრ ხორცის ფარში (ღორის, ძროხის ხორცი)
  • 1 ხახვი
  • 1 კბილი ნიორი
  • 100 მლ წყალი
  • 1 ჩ/კ (კუბი) ქათმის ბულიონი (აუცილებელი არაა)
  • 140 გრ ყველი
  • 30 გრ კარაქი
  • მარილი, წითელი და შავი წიწაკა გემოვნებით

ცომის ინგრედიენტები:

  • 125 მლ რძე
  • 125 მლ კეფირი
  • 1 პაკეტი (7 გრ) მშრალი საფუარი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 1 კვერცხი
  • 500 გრ ფქვილი
  • 5-6 ს/კ მცენარეული ზეთი

მომზადების წესი:

  1. ცოტა რძეს საფუარი, შაქარი დაუმატეთ და 15-20 წუთით გვერდზე გადადეთ. საფუარის გააქტიურებას დაელოდეთ.
  2. რძე, კეფირი, შაქარი, მარილი, კვერცხი და მცენარეული ზეთი აურიეთ. შემდეგ საფუარი და გაცრილი ფქვილი დაუმატეთ. რბილი ცომი მოზილეთ.
  3. ცომი თასში გადაიტანეთ და პარკი დააფარეთ. თბილ ადგილას ზუსტად 1 საათით გააჩერეთ.
  4. ცომი ჩაზილეთ და ორ თანაბარ ნაწილად გაყავით. ცომის ერთი ნაწილი კვლავ თასში ჩადეთ და სამზარეულოს პირსახოცი დააფარეთ. მეორე ნაწილი 3-4 მმ სისქის ფენად გააბრტყელეთ.
  5. 7-8 სმ დიამეტრის ჭიქით ცომიდან რგოლები გამოჭერით. ცომის ნარჩენები შეაგროვეთ და კვლავ ცოტა აურიეთ. შემდეგ გააბრტყელეთ და კვლავ რგოლები გამოჭერით. მიღებულ წრეებს პირსახოცი დააფარეთ, რომ არ გახმეს.
  6. ფარშს მარილი, წიწაკა დაუმატეთ, გატარებული ხახვი და ნიორი დაუმატეთ. არომატისთვის შეგიძლიათ ქათმის კუბი დაუმატოთ. ფრთხილად იყავით, რომ ზედმეტად არ დაამარილოთ. მიღებული წრის ცენტრში 1 ჩ/კ ფარში და მწიკვი ყველი ჩადეთ. შუაზე გაკეცეთ. შემდეგ კიდევ ერთხელ გაკეცეთ და ქვემოთ წვერები შეკარით.
  7. ყველა რგოლი ასე მოამზადეთ და საცხობ ფორმაში ერთმანეთის გვერდით წრიულად ჩააწყვეთ. 28 სმ დიამეტრის ფორმა გჭირდებათ, წინასწარ ცხიმი წაუსვით და ქაღალდი დააფინეთ.
  8. ცომის მეორე ნაწილითაც ასე გააკეთეთ.
  9. შუა ნაწილის გასაფორმებლად 3 რგოლის ნახევარი აიღეთ და ერთმანეთს გადაადეთ. ფარში და ცოტა ყველი დაუმატეთ და რულეტივით დაახვიეთ. ღვეზელის ცენტრში ჩადეთ. ზემოდან პირსახოცი დააფარეთ და ნახევარი საათით გააჩერეთ.
  10. 1 კვერცხის გული და 1 ს/კ რძე ათქვიფეთ, რომ ღვეზელს ზემოდან წაუსვათ.
  11. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ზუსტად 35-40 წუთით აცხვეთ.
  12. მზა ღვეზელს გამდნარი კარაქი (30 გრ) წაუსვით და 15 წუთით პირსახოცი დააფარეთ.
  13. ღვეზელი მზადაა. გემრიელად მიირთვით!