ერთად გავაკეთოთ დახვეწილი ტორტი „კრანცი“: დეტალური ინსტრუქცია ფოტოებით

441

დესერტი გამოცდილი დიასახლისებისთვის, რომლებიც წარმოუდგენელი შედეგის მისაღწევად ყველაფერზე წამსვლელები არიან. მთავარია – მოთმინება მოიკრიფოთ და კარგი განწყობისთვის მზად იყოთ. თქვენს წინაშეა ნამდვილი კულინარიული შედევრი.

თუ ხრაშუნა დესერტის მირთმევა გიყვართ, ტორტი „კრანცი“ კაკალთან ერთად სწორედ თქვენთვისაა. რბილი ბისკვიტის, კარამელის სოუსის, მოხარშული კრემის კომბინაცია თქვენს გაოცებას გამოიწვევს, ხოლო ჰაეროვანი ბეზე უბრალოდ პირში დნება. „კრანცი“ ნამდვილი კულინარიული გამოწვევაა.

ინგრედიენტები:

  • 12 კვერცხი
  • 120 გრ ფქვილი
  • 400 მლ რძე
  • 1 გრ მზესუმზირას ზეთი
  • 20 გრ ვანილის შაქარი
  • 700 გრ შაქარი
  • 270 გრ კარაქი
  • 170 გრ ნიგოზი
  • 2 ს/კ ლიმონის წვენი
  • 15 გრ გამაფხვიერებელი

მომზადება:

1. ბისკვიტისთვის 8 კვერცხის ცილა მიქსერით ათქვიფეთ.


2. კვერცხის ცილოვან მასას 100 გრ შაქარი დაუმატეთ და ათქვეფა გააგრძელეთ. შაქარი ნელ-ნელა დაუმატეთ.


3. ცილოვან მასას თითო-თითო კვერცხის გული დაუმატეთ. ყოველი დამატების შემდეგ ნარევი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ.


4. ცალკე თასში 80 გრ ფქვილი, გამაფხვიერებელი და 100 გრ დაქუცმაცებული ნიგოზი აურიეთ.


5. კვერცხის და ფქვილის მასა ძალიან ნაზად აურიეთ, რომ ცილა არ დაეცეს.

6. ცომი წინასწარ პერგამენტ დაფარებულ ფორმაში (25×30 სმ) გადაიტანეთ და ფენა გაასწორეთ.


7. ბისკვიტი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25 წუთით აცხვეთ.

8. გაგრილებული ბისკვიტი ჰორიზონტალურად 2 თანაბარ ნაწილად გაჭერით. ერთი ნაწილი თეფშზე გადაიტანეთ.


9. კარამელის სოუსისთვის 200 გრ შაქარი მცირე ქვაბში ჩაყარეთ და საშუალო ცეცხლზე გაადნეთ. როცა სიროფი კარამელის ფერს მიიღებს, გაზიდან გადმოდგით.


10. კარამელის ნარევს 50 გრ კარაქი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.


11. კარამელის სოუსი ნიგვზის ბისკვიტს წაუსვით, ეს საკონდიტრო ტომრის დახმარებით შეგიძლიათ გააკეთოთ. კრემი მთელ ბისკვიტზე თანაბრად გადაანაწილეთ.


12. კრემისთვის 200 გრ შაქარი, ვანილის შაქარი და 4 კვერცხის გული ათქვიფეთ. 100 მლ ცივი რძე დაუმატეთ და კარგად აურიეთ. 40 გრ ფქვილი დაუმატეთ და აურიეთ.


13. კრემის ნარევი 300 მლ რძით სავსე ქვაბში გადაიტანეთ. კრემი სუსტ ცეცხლზე მოხარშეთ, მუდმივად აურიეთ, სანამ კრემი არ გასქელდება.


14. როცა კრემი გასქელდება, საკვები ცელოფანი დააფარეთ და გაგრილება აცადეთ.

15. გაგრილებული კრემი ათქვიფეთ. 220 გრ კარაქი დაუმატეთ და კრემით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ.


16. კარამელის სოუსს წასმულ ბისკვიტს ½ მოხარშული კრემი წაუსვით. კრემი თანაბრად გადაანაწილეთ.


17. ბისკვიტის მეორე ფენა დაადეთ და დარჩენილი კრემი წაუსვით.

18. ბეზესთვის 4 კვერცხის ცილა ათქვიფეთ, თანდათანობით 220 გრ შაქარი და ლიმონის წვენი დაუმატეთ.


19. ნარევი წყლის ორთქლზე დადგით და ბეზე სუსტ ცეცხლზე ხარშეთ, მუდმივად აურიეთ, სანამ არ გასქელდება.


20. ბეზე მოხარშულ კრემს ზემოდან წაუსვით და ტორტზე თანაბრად გადაანაწილეთ.


21. კაკლის პრალინესთვის 80 გრ შაქარი საშუალო ცეცხლზე გაადნეთ, 70 გრ დაქუცმაცებული ნიგოზი დაუმატეთ და აურიეთ.


22. მცენარეულ ზეთ წასმულ საცხობ ფორმაზე პრალინე გადმოიტანეთ და თანაბრად გადაანაწილეთ. გაგრილება აცადეთ.


23. რკინის ჩაქუჩის დახმარებით პაკეტში ჩაყრილი პრალინე დააქუცმაცეთ.


24. ამ დაქუცმაცებული კაკლის პრალინეთი ტორტი მორთეთ.


25. ტორტი 4 საათით ან მთელი ღამით მაცივარში გააჩერეთ, რომ ბისკვიტი კარგად გაიჟღინთოს.


დესერტი მზადაა. გირჩევთ, რომ ტორტი მცირე ნაჭრებად დაჭრათ. ახალ წელს ასეთი დესერტი ნამდვილი აღმოჩენა იქნება და სადღესასწაულო სუფრას იდეალურად უხდება. მის შემადგენლობაში ხომ კაკალია, რომელიც თეთრ ვირთხას ასე ძალიან უყვარს და 2020 წლის სიმბოლოს წარმოადგენს.