ელასტიური ცომი პელმენისთვის ძმრით და კვერცხით

1077

პელმენის მომზადება ალბათ ყველამ იცის, მაგრამ იდეალური ცომით ყველა ვერ მოიწონებს თავს.

ცომი ამ კერძის უმნიშვნელოვანესი პროდუქტია, რომელიც აუცილებელია მომზადდეს სწორად.

ინგრედიენტები

  • 2-3 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჭიქა წყალი
  • 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 1 კვერცხი
  • 1 სუფრის კოვზი ძმარი
  • 0,5 ჩაის კოვზი მარილი

მომზადება

1.ღრმა ჯამში ათქვიფეთ კვერცხი და მარილი.

2.დაუმატეთ მცნრეული ზეთი და სუფრის კოვზი ძმარი.

3.ჩაასხით თბილი წყალი და ათქვიფეთ.

4.ნელ-ნელა დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, უნდა მიიღოთ ნაზი ცომი.

5.მოზილეთ ცომი. შეფუთეთ და შეინახეთ მაცივარში.

6.დაიწყეთ მზადება.

გემრიელად მიირთვით!