“ევას ტრუფელი” – შოკოლადის უნაზესი და უგემრიელესი დესერტი

914

ეს არის საოცრად მომხიბლელი დესერტი – ფრანგი კონდიტერების შედევრია. ეს დესერტი ყველამ უნდა გასინჯოს!

ინგრედიენტები

  • 225გ კარაქი
  • 460გ შოკოლადი 55-70%
  • 9 კვერცხი
  • 100გ შაქარი
  • 1/4 ჩაის კოვზი ლიმონის მჟავა ან 1/2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი
  • კაკაო
  • 23სმ ფორმა

მომზადება

1.გაალღვეთ კარაქი და შოკოლადი დაბალ ცეცხლზე.

2.განაცალკევეთ კვერცხის ცილა და გული. შაქარი და კვერცხის გული კარგად ათქვიფეთ.

3.სილიკონის ნიჩბით შეურიეთ ერთმანეთს შოკოლადის და კვერცხის გულის მასა.

4.ცალკე ათქვიფეთ ცილა ლიმონის მჟავასთან ერთად.

5.დაიწყეთ ნელ-ნელა  1/3 ცილის მასა შეიყვანეთ შოკოლადის მასაში, მოურიეთ ნიჩბით , უმჯობესია მიქსერი არ გამოიყენოთ.

6.ფორმის ძირი და გვერდები დაამუშავეთ კარაქით და მოაყარეთ ფქვილი, ცომი ჩაასხით ფორმაში და თანაბრად გადაანაწილეთ.

7.გამოაცხვეთ 150 გრადუსზე 35-40 წუთი. შეიძლება დესერტი გეგონოთ უმი, მაგრამ გაგრილებისას დარწმუნდებით, რომ ყველაფერი რიგზეა.

8.გააგრილეთ ტორტი ფორმაში, შემდეგ დატოვეთ მაცივარში მთელი ღამით. ზემოდან მოაყარეთ კაკაო.

9.რათა ტორტი არ დაიფხვნას, დაჭერით ცხელი დანით.

გემრიელად მიირთვით!