დიეტური ხაჭოს ნაზი სუფლე სულ რაღაც 5 წუთში

2999

ხაჭოსა და  ხილის ნაზავი – სასარგებლო და გემრიელი საუზმეა, რომელიც მთელი დღის კარგ განწყობას გიქმნის. ხაჭოს სუფლე ორივე კომპონენტს აერთიანებს, მის მომზადებას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება და თავისუფლად გახდება თქვენი საფირმო დესერტი.

დღეს ჩვენ მოვამზადებთ ხაჭოს ნაზ, დიეტურ სუფლეს ვაშლით, ყოველგვარი შაქრისა და ფქვილის გარეშე. დესერტისთვის ტკბილი ვაშლი და 5%-იანი მშრალი ხაჭო შეარჩიეთ.

ინგრედიენტები

  • 200 გრ ხაჭო
  • 0,5 ც ვაშლი
  • 1 კვერცხი
  • 50 გრ ქიშმიში
  • დარიჩინი გემოვნებით

მომზადება

1. გათალეთ ვაშლი, მოაცილეთ გული და გახეხეთ.

2.გაცერით ან დააბლენდერეთ ხაჭო, სუფლე ნაზი და ჰაეროვანი რომ გამოვიდეს.

3. კარგად მოურიეთ ვაშლი, ხაჭო, კვერცხი და ქიშმიში. მოაცილეთ წვენი ან დაუმატეთ ცოტაოდენი შვრიის ფანტელი, ზედმეტი სითხე რომ შეიწოვოს.

4. მოათავსეთ მასა სპეციალურ ფორმებში და შედგით მიკროტალღურ ღუმელში 5 წუთით. ან შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთით.

5. როცა სუფლე გაცივდება, ამოიღეთ ფორმებიდან. არომატისთვის მოაყარეთ ცოტაოდენი დარიჩინი ან შაქრის პუდრი.

სხვა გემოების მოყვარულებს ვურჩევთ შეუხამოთ მსხალი და ვანილი, ბანანი და დარიჩინი, გარგარი და კარამელი. ეს დაბალკალორიული დესერტი სასარგებლოა როგორც დიდებისთვის, ასევე ბავშვებისთვისაც. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეოგბრებს!