დესერტი შაქრის, ფქვილის და კარაქის გარეშე

844

ტკბილეული – ეს ბევრის სისუსტეა, ვაღიარაებ მეც ვგიჟდები ტკბილზე. ყოველთვის ვამზადებ საკუთარი ხელით ტკბილეულის ნაირსახეობას. იმისათვის, რომ ტკბლეულზე უარი არ ვთქვა და ამავდროულად არ გავსუქდე, არ ვიყენებ შაქარს, ფქვილს და კარაქს.

არ გეგონოთ, რომ შედეგად უგემურ დესერტს მივიღებთ, სულაც არა!

დესერტი გამოდის ძალიან ნაზი და ნოყიერ, ტექსტურით ძალიან გავს ჩიტის რძეს.

ინგრედიენტები

  • ხაჭო 600გ
  • თაფლი 100გ
  • კვერცხი 2 ცალი
  • სახამებელი 40გ
  • ვანილი
  • რძე 500მლ
  • ჟელატინი 20გ

მომზადება

1.ჟელატინს მოასხით 100მლ რძე და დაელოდეთ 10 წუთი.

2.კვერცხს დაუმატეთ სახამებელი, ცოტა რძე და მოურიეთ, მოასხით დარჩენილი რძე და მოურიეთ.

3.მასა მოათავსეთ საშუალო ცეცხლზე და მოზარშეთ. წამოდუღებიდან ხარშეთ 2 წუთი. როცა კრემი გაგრილდება, დაუმატეთ თაფლი.

4.ნამცხვარს მოურიეთ ბლენდერით და დაუნატეთ კრემი, გააცხელეთ 60 გრადუსზე.

5.მასა გადაიტანეთ ფორმაში და მოათავსეთ მაცივარში 6 საათი.

გემრიელად მიირთვით!