სიტყვა “მოკა” ინგლისურ ენაში იემენის საზღვაო პორტის სახელწოდებიდან დამკვიდრდა. ამ ადგილიდან გაჰქონდათ ყავა მთელ მსოფლიოში. დღეს კი “მოკას” შოკოლადის ან ყავის ინგრედიენტებით მომზადებულ დესერტსაც უწოდებენ.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
ინგრედიენტები:
ფირფიტა
- 3 ჭიქა დაფხვნილი შოკოლადის ნამცხვარი (ბისკვიტი)
- 1/2 სუფრის კოვზი გრანულირებული ხსნადი ყავა
- 100 გრამი შაქარი
- 125 გრამი გამდნარი კარაქი
გულსართი
- 250 გ მსხვილად დაჭრილი შავი შოკოლადი
- 1 სურის კოვზი გრანულირებული ხსნადი ყავა
- 125 მლ ცივი წყალი
- 3 სუფრის კოვზი სუფთა ჟელატინი
- 6 მოზრდილი კვერცხი (გული და ცილა გააცალკევეთ)
- 150 გ შაქრის ფქვნილი
- 1 ჭიქა მაღალკალორიული (ორმაგი) ნაღები
- რძიანი შოკოლადის ბურბუშელად მოსართავად
მომზადების წესი:
- ელექტროღუმელი გაახურთ 180 გრადუსამდე. წაუსვით კარაქი 28 სმ დიამეტრის ფორმას, მოსახსნელი ძირით.
- მოზრდილ ჯამში შეურიეთ დაფხვნილი ნამცხვარი, ყავა და შაქარი. დაუმატეთ კარაქი და კარგად ათქვიფეთ. მიღებული მასა კარაქწასმულ ფორმას ძირსა დადა გვერდებზე დააფინეთ.
- გამოაცხვეთ 10 წუთის განმავლობაში. დადგით გასაგრილებად.
- გულსართი: შოკოლადი მოათავსეთ ორდონიან ქვაბში, მდუღარე წყლის აბაზანაზე, და ისე გაადნეთ. ცეცხლიდან გადმოდგით და ყავა დაუმატეთ. გადადგით გასაცივებლად.
- პატარა ჯამში ცივი წყალი ჩაასხით, ჟელატინი ჩადეთ და აცადეთ დალბობა.
- კვერცხის გულები და ნახევარი შაქარი შეურიეთ ორდონიან ქვაბში, მდუღარე წყლის აბაზანაზე. ურიეთ ხის კოვზით, სანამ შაქარი გადნება და მასა კოვზს მიეკრება.
- ჟელატინის ხსნარი დაუმატეთ და ურიეთ, სანამ ბოლომდე გაიხსნება.
- ცეცხლიდან გადადგით და გამდნარი შოკოლადი ჩაუმატეთ. ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ და 1 საათით მაცივარში შედგით.
- შოკოლადის ნაზავი რომ გაცივდება, ნაღები კარგად ათქვიფეთ 2 სუფრის კოვზ შაქართან ერთად და შოკოლადის მასას შეურიეთ.
- კვერცხის ცილა და დარჩენილი შაქარი ათქვიფეთ მიქსერით, საშუალო სიჩქარეზე. ფრთხილად დაუმატეთ შოკოლადის მასას.
- გულსართი კოვზით ჩადეთ ფირფიტაში და 6 საათით მაცივარში შედგით.
- სუფრასთან მიტანის წინ რძიანი ბურბუშელა მოაყარეთ. ან მორთეთ თქვენი ფანტაზიით.