დარიჩინის ნამცხვარი “ყვავილი”

728

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 500-650გ
  • რძე 250მლ
  • შაქარი 180გ
  • კვერცხი 2 ცალი
  • საფუარი 30გ
  • ვანილი 10გ
  • დარიჩინი 1 სუფრის კოვზი
  • კარაქი 30გ

მომზადება

1.საფუარიანი ცომი. თბილ რძეში გახსენით საფუარი. დაუმატეთ 120გ შაქარი და ვანილი. დაუმატეთ ოთახის ტემპერატურის კვერცხი და 50მლ მცენარეული ზეთი. მოაყარეთ გაცრილი ფქვეილი და მოზილეთ ცომი. შეინახეთ მაცივარში მთელი ღამე.

2.შიგთავსი. დარჩენილ შაქარს დაუმატეთ დარიჩინი.

3.ცომი გაალღვეთ ოთახის ტემპერატურაზე. ჩაზილეთ და გაყავით 4 ნაწილად. თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ.

4.პირველ კორჟს წაუსვით ცხიმი. მოაყარეთ შაქარი და დარიჩინი. დააფარეთ ხელსახოცი. ბოლო ფირფიტას არ წაუსვათ შიგთასვი.

5.ნამცხვარი გაყავით 8 სეგმენტად და დაყავით ისე, როგორც ფოტოზეა.

6.დაასვენეთ 15-20 წუთი. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 30 წუთი. დააფარეთ ნამცხვარს პერგამენტი და გააგრძელეთ ცხობა 160 გრადუსზე 5-10 წუთი.

გემრიელად მიირთვით!