დაბალკალორიული შვრიის დესერტი ხაჭოთი – 4 ინგრედიენტისგან

863

თუ თქვენ ნაკლებად კალორიული დესერტის მომზადება გინდათ, მაშინ უმჯობესია ფქვილი ჩაანაცვლოთ შვრიის ფანტელით. შედეგად გამოვა უგემრიელესი ცხობილა.

ინგრედიენტები

  • ხაჭო 400გ
  • ბანანი 1 ცალი
  • კვერცხი 2 ცალი
  • შვრიის ფანტელი 3 სუფრის კოვზი

მომზადება

1.ღრმა ჯამში ჩატეხეთ კვერცხი, ათქვიფეთ. დაუმატეთ შვრიის ფანტელი და მოურიეთ, დატოვეთ 10 წუთი.

2.ამ დროის განმავლობაშ ფანტელები უნდა ამოფუვდეს. დაუმატეთ ბანანი და კარგად მოურიეთ.

3.დაუმატეთ 5% ხაჭო, მოურიეთ. მოამზადეთ გამოსაცხობი ფორმა და გადაიტანეთ ცომი.

4.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 30-35 წუთი.

გემრიელად მიირთვით!