დააფინეთ ცომი ამობრუნებულ თეფშზე და შედგით ღუმელში. სულ რაღაც 20 წუთში…

1561

გსურთ, გამოირჩეოდეთ ორიგინალურობით და ყველა სტუმარი სასიამოვნოდ გააოცოთ თქვენი კულინარიული ნიჭით? მაშინ აუცილებლად განაგრძეთ სტატიის კითხვა. მარტივი ხრიკი, რომელსაც დღეს შემოგთავაზებთ, თქვენს სუფრას კიდევ უფრო ლამაზსა და ორიგინალურს გახდის.

თეფშები ცომისგან

ინგრედიენტები: 

  • 550 გრამი ხორბლის ფქვილი
  • 20 გრამი მანის ბურღული
  • 15 გრამი საფუარი
  • 10 გრამი მარილი
  • 320 მლ თბილი წყალი
  • 50 გრამი ზეითუნის ზეთი

მომზადება:

1. შეურიეთ ფქვილში მანის ბურღული, ნარევის ზედაპირზე თანაბრად გაანაწილეთ საფუარი, დაამატეთ მარილი, წყალი და ზეითუნის ზეთი.

2. ამოიყვანეთ ცომი. ის ძალიან რბილი და დრეკადი, მოქნილი უნდა გამოვიდეს.

3. ამოყვანილი ცომი დაყავით 8 თანაბარი ზომის ნაჭრად. ახლა თქვენ უნდა შეარჩიოთ შესაბამისი ზომის ჭურჭელი.

4. გააბრტყელეთ ცომის ბურთები. თეფშმა ცომი რომ არ მიიკრას, დააფინეთ მის ფსკერზე ჯერ პერგამენტის ქაღალდი და მხოლოდ ამის შემდეგ გაბრტყელებული ცომი. გამოსაცხობად გამზადებული, თეფშებზე გადაფენილი ცომი დაახლოებით ასე უნდა გამოიყურებოდეს.

6. დააყოვნეთ ცომი ამ მდგომარეობაში დაახლოებით 10 წუთით და შემდეგ შედგით 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში გამოსაცხობად.

7. დაახლოებით 25-30 წუთში საჭმელი თეფშები მზად არის!

ეს არაჩვეულებრივი მეთოდია სადღესასწაულო სუფრის გასაფორმებლად. ცომის ძალიან გემრიელი თეფშები შეგიძლიათ გამოიყენოთ სუფრაზე სხვადასხვა კერძების მისატანად (მაგ: სუპი, სალათი და ა.შ.)